1766497440
რა უნდა გავაკეთოთ 2025 წლის ბოლომდე, რომ 2026 წელს წარმატების, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მოზიდვა შევძლოთ - რჩევები
იმისათვის, რომ 2026 წელს წარმატება და ბედნიერება მოვიზიდოთ, ასტროლოგებმა დაასახელეს სხვადასხვა რიტუალი, რომელთა შესრულებაც სწორედ ახალი წლის დადგომამდეა მნიშვნელოვანი:
სახლი წინასწარ აუცილებლად მოაწესრიგეთ. ძველი ქვითრები, დაბზარული ჭურჭელი, დახეული სამოსი გადმოალაგეთ და სახლიდან გაიტანეთ. გაათავისუფლეთ გარემო ყველაფრისგან, რაც აღარ გჭირდებათ და ზედმეტია. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ გზით სახლიდან ძველ პრობლემებსა და ვალდებულებებსაც გაიტანთ და სიახლეებს გზას დაუთმობთ.
მოძველებული ნივთები სახლიდან უნდა გაიტანოთ, გონებიდან კი მოძველებული ურთიერთობებისაგან უნდა გათავისუფლდეთ! გადახედეთ კონტაქტებს, თუკი არიან თქვენ გარშემო ტოქსიკური ადამიანები, რომლებიც განწყობას გიფუჭებენ და ბედნიერებაში ხელს გიშლიან, დაემშვიდობეთ და ნუ დაიწყებთ ახალ წელს ნეგატიური ემოციებით. 2026 წელს შეეგებეთ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც გაფასებენ, პატივს გცემენ და ყურადღებას გაქცევენ.
მნიშვნელოვანია, აბაზანიდან ყველა ზედმეტი ნივთი და არეულობა მოაშოროთ: ვადაგასული კოსმეტიკა, ტესტერები, რომლებსაც არასდროს გამოიყენებთ, გელებისა და შამპუნების დაცლილი შეფუთვები, მოძველებული ჯაგრისები… აბაზანა განწმენდისა და დასვენების ადგილია და არა სუპერმარკეტი. თუ ბავშვის სათამაშოებს აბაზანაში ინახავთ, ისინი ორგანაიზერით მოაწყვეთ, რომ სივრცე ზედმეტად არ გადაიტვირთოს.
ასევე, ყურადღება მიაქციეთ აივანს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მოძველებული, არასაჭირო ჭურჭელი, სათავსოები თუ სხვა საშუალებები ახალ წლამდე სახლიდან გაიტანოთ.
ჯობს, თქვენი ბიუჯეტი წინასწარ განსაზღვროთ. ახალი წლის დღეებში, როგორც წესი, უამრავი რაღაცის ყიდვა გვინდა. მაგრამ, შესაძლოა, მათი დიდი ნაწილი სულაც არ იყოს საჭირო. ამიტომ, გონივრულად გაწერეთ ხარჯები, თუ გსურთ, რომ 2026 წელს დავალიანებებითა და სესხებით არ შეხვდეთ.
თუ ბევრი ტანსაცმელი გაქვთ, მაგრამ არ იცით რა ჩაიცვათ, სავარაუდოდ, თქვენი მიზნის მკაფიო ხედვა გაკლიათ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს შესაძლოა, შინაგანი ქაოსის, შფოთვის, ნერვიულობისა და არეულობის გამოხატულება იყოს. ამიტომ, გარდერობს კარგად გადახედეთ. შესაძლოა, არ გადაყაროთ და ვინმეს აჩუქოთ, მაგრამ ახალ წლამდე სახლიდან გაიტანეთ ის სამოსი, რომლებიც წლებია გარდერობში გიდევთ, მაგრამ აღარ იცვამთ და აღარ მოგწონთ.
უსარგებლო ფაილები, ფოტოები, პროგრამები წაშალეთ - გაათავისუფლეთ თქვენი ციფრული მოწყობილობები ყველაფრისაგან, რაც ძველი და არასაჭიროა.
გაიხსენეთ 2025 წლის ყველაზე ბედნიერი მომენტები - გაიხსენეთ ყველა ის დღე, როცა თავი ბედნიერად იგრძენით, როცა ფიქრობდით, რომ ძალიან გაგიმართლათ. გაამხნევეთ საკუთარი თავი, მადლობა გადაუხადეთ სამყაროს ყველა გამართლებისთვის და შეხვდით 2026 წელს უკეთესის იმედით.
გადაიხადეთ ვალები - შესაძლოა, დიდი კრედიტი ვერ დაფაროთ, მაგრამ მცირე ვალები შეძლებისდაგვარად გადაიხადეთ და ნუ შეხვდებით 2026 წელს აღნიშნული ვალდებულებებით.
შეადგინეთ სურვილების სიაშეადგინეთ გეგმა, თუ რისი გაკეთება გინდათ მომავალი წლისთვის. ჩამოწერეთ ყველა მიზანი და იდეა და ამ ჩანაწერებს პერიოდულად გადახედეთ. ეს თქვენს ოცნებებთან კიდევ უფრო დაგაახლოებთ და შთაგონების პოვნაში დაგეხმარებათ...











