„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
„ახალი მთვარე მაშინვე არ იწვევს მკვეთრ მოვლენებს.ჯერ იგი ცვლის ფიქრებს, შეგრძნებებს, შინაგან რეაქციებს, ხოლო შემდეგ მთელ ცხოვრებას“ - წერს ეზოთერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში და ზოდიაქოს ნიშნებისთვის მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ წერს.
„2026 წლის 17 მაისის ახალი მთვარე ბევრისთვის გახდება წერტილი, რომლის შემდეგაც „ძველებურად“ ცხოვრება აღარ გამოვა.ყველა ნიშანს ახლა თავისი მთავარი გაკვეთილი აქვს. სწორედ ამ გაკვეთილის წყალობით შეიძლება გამოჩნდეს ახალი ნაცნობობა, გადაწყვეტილებები, ცვლილებები და მომდევნო თვეების შესაძლებლობები. თუ გსურთ გაიგოთ:რა არის კონკრეტულად თქვენი ახალი მთვარის მთავარი გაკვეთილი;
რა სრულდება და რა შემოდის ახლა თქვენს ცხოვრებაში;
სად გელით ცვლილებები სიყვარულში, ფულსა და ბედისწერაში;
რა არ უნდა გაუშვათ ხელიდან გაზაფხულის ბოლომდე;
და როგორ გამოიყენოთ ახალი მთვარის ენერგია აქ,ამ პოსტში განვიხილავ მოკლედ 17 მაისის ახალი მთვარის მთავარი გაკვეთილი. დროა დაინახოთ სიმართლე საკუთარ თავზე და დაიწყოთ შინაგანი განახლება.
ვერძი - ახალი მთვარის გაკვეთილი:შეწყვიტეთ საკუთარი ფასეულობის მტკიცება ბრძოლის გზით.თქვენი ძალა ახლა იმაშია, რომ აირჩიოთ ის, რაც სიმშვიდეს განიჭებთ და არა ადრენალინს.
კურო - ახალი მთვარის გაკვეთილი:დროა გამოხვიდეთ ძველი როლიდან.ახალი მთვარე დაგანახებთ, თუ სად გაიზარდეთ უკვე, მაგრამ მაინც ინერციით (ჩვევის გამო) აგრძელებთ ცხოვრებას.
ტყუპები - ახალი მთვარის გაკვეთილი:ყველა პასუხი ადამიანებში არ უნდა ეძებოთ.მთავარი გამოცხადება (გაცნობიერება) მაშინ მოვა, როცა საკუთარი თავის მოსმენას ისწავლით.
კირჩხიბი -ახალი მთვარის გაკვეთილი:თქვენი ადამიანები არ უნდა გფიტავდნენ (გაცლიდნენ ენერგიას).ახალი მთვარე დაგანახებთ, თუ სად ემყარება კავშირი სიყვარულს და სად — მხოლოდ თქვენს ჩვევას, გადაარჩინოთ სხვები.
ლომი - ახალი მთვარის გაკვეთილი:ყოველი აღიარება არ ღირს თქვენს ენერგიად.ახლა მნიშვნელოვანია აირჩიოთ არა ყველაზე ხმამაღალი (ხმაურიანი) სცენა, არამედ ის ადგილი, სადაც ნამდვილად გაფასებენ.
ქალწული - ახალი მთვარის გაკვეთილი:ცხოვრება არ არის ვალდებული მხოლოდ გეგმის მიხედვით მიმდინარეობდეს.ახალი მთვარე გასწავლით, ენდოთ იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ არ არის პუნქტებად გაწერილი.
სასწორი - ახალი მთვარის გაკვეთილი:ლამაზი — არ ნიშნავს პატიოსანს (სიმართლეს).დროა დაინახოთ, თუ სად ფარავს გარეგნული ჰარმონია შინაგან დაძაბულობას.
მორიელი - ახალი მთვარის გაკვეთილი:სიყვარული არ უნდა გადაიქცეს კონტროლად.ახალი მთვარე დაგანახებთ, თუ სად არის საჭირო დაძაბულობის გაშვება და გულწრფელობის (სიმართლის) არჩევა.
მშვილდოსანი - ახალი მთვარის გაკვეთილი:თავისუფლება იწყება არა გაქცევით, არამედ თქვენს ცხოვრებაში წესრიგით. სხეული, რეჟიმი და სამუშაო ახლა პატივისცემას მოითხოვს.
თხის რქა - ახალი მთვარის გაკვეთილი:თქვენ არ ხართ ვალდებული დაიმსახუროთ სიხარული.ახალი მთვარე გიბრუნებთ უფლებას გსურდეთ, გრძნობდეთ და იცხოვროთ არა მხოლოდ შედეგისთვის.
მერწყული - ახალი მთვარის გაკვეთილი:არ შეიძლება მომავლის შენება შინაგან შფოთვაზე.ჯერ საჭიროა: საყრდენი, სახლი, ფესვები და უსაფრთხოების განცდა.
თევზები - ახალი მთვარის გაკვეთილი:თქვენი ხმა — ეს გასაღებია. ახალი მთვარე გასწავლით მნიშვნელოვანზე საუბარს იმის შიშის გარეშე, რომ ვინმეს მოწონებას (აღიარებას) დაკარგავთ.