მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს მიმართავს და აგვისტოს თვის შესახებ აფრთხილებს

ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს მიმართავს და გასცემს რეკომენდაციას - რა ელის თითოეული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს, იყვნენ თუ არა ფრთხილად და რას მიაქციონ ყურადღება, რომ აგვისტოს თვე შედარებით სტაბილურად და დანაკარგების გარეშე განვლონ:

აგვისტოში, ვერძი საკმაოდ დინამიკური იქნება, ძალებით სავსე და გამოავლენს თავის საუკეთესო მხარეს. თუ პროცესებს არ გააკონტროლებთ, შესაძლოა, შეცდომა დაუშვათ და გაჩნდეს სერიოზული ხარვეზი. მეორე დეკადა განსაკუთრებით ხელსაყრელია ქორწინებისთვის და ახალი პროექტების დასაწყებად. თვის ბოლოს მოერიდეთ სწრაფად გადაწყვეტილებების მიღებას. ამავე პერიოდში მოსალოდნელია ახალი შემოთავაზება.

კუროსთვის აგვისტო დინამიკური, მაგრამ დაძაბული და დამღლელი თვეა. პირველ დეკადაში აუცილებელია ილუზიებისგან თავის დაღწევა, პრობლენების მოგვარება ურთიერთობებში და რაც მთავარია, გადამწყვეტი მოქმედება. მეორე დეკადა შედარებით მშვიდი და ჰარმონიულია. მოსალოდნელია სასარგებლო კავშირების დამყარება. 20-დან 25 აგვისტომდე არ მოაწეროთ ხელი კონტრაქტებს, რადგან არასტაბილური პერიოდია და შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს.

ტყუპებისთვის კი აგვისტო ძალიან საინტერესო და წარმატებულია, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში. მზად იქნებით რისკზე წასასვლელად, საქმეში ახალი მეთოდების გამოცდისთვის. თუმცა, გამოიჩინეთ სიფრთხილე და წინდახედულება.

კირჩხიბი წინააღმდეგობებს წააწყდება 10 აგვისტომდე. მეორე დეკადაში კი მეტად წარმატებული იქნება. კარგია ამ პერიოდში ახალი საქმის დაწყება, ქორწინება, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება, იმიჯის შეცვლა. ეცადეთ, აკონტროლოთ ხარჯები.

ლომისთვის აგვისტო პოზიტიური ცვლილებებისა და გარდაქმნების პერიოდია. თუ გამოიყენებთ არსებულ კავშირებს, 10-დან 20 აგვისტოს ჩათვლით, დღეები შედარებით წარმატებული იქნება.

თვის ბოლოს იყავით ყურადღებით, რადგან დიდია მოტყუების ალბათობა.

აგვისტო ქალწულებისთვის რთულია და დაძაბული, განსაკუთრებით 1-10 აგვისტო. 10-დან 20 აგვისტოს ჩათვლით კი პოზიტიური პერიოდი დაიწყება. თვის ბოლოს გაძლიერდება სასიყვარულო კავშირები. წარმატება ელის საქმიან კავშირებსაც.

აგვისტოში სასწორი აქტიურად ითანამშრომლებს საქმიან პარტნიორებთან, გადაჭრის პრობლემებს, დაეხმარება სხვებს. პირველი დეკადა შედარებით რთულია, რადგან შესაძლოა, შეხვდეთ მცირე გაუგებრობები. მეორე დეკადაში კი მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, ახალი სამსახურის პოვნა.

მორიელისთვის აგვისტო დატვირთული თვეა. პირველ დეკადაში აქტიური მუშაობა მოუწევს. მეორე დეკადაში კი რისკი გამართლებულია და ფინანსური კეთილდღეობაც იმატებს. თვის ბოლოს კარგია მოგზაურობა და დასვენება.

აგვისტო ძალიან საინტერესო თვეა მშვილდოსნებისთვის. მოსალოდნელია ცვლილებები ცხოვრებაში, საინტერესო შეხვედრები, სულიერი განვითარება. 20-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, მოსალოდნელია კარიერული ცვლილება, რასაც მოჰყვება მცირე უსიამოვნება... სრულად