შეკარით მუშტი და დააკვირდით ცერა თითს - ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების უცნობ მხარეებს დაგანახვებთ
1762203102
                                                                აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ იორკის მერის არჩევნებში მხარდაჭერა დამოუკიდებელ კანდიდატს ენდრიუ კუომოს გამოუცხადა და აღნიშნა, რომ გამარჯვებული თუ დემოკრატი ზოჰრან მამდანი გახდება, მაშინ ის ნიუ იორკისთვის ფედერალურ დაფინანსებას შეამცირებს.
როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მამდანის არ შეუძლია, სამუშაო ფანტასტიკურად შეასრულოს.
„მოგწონს თუ არა ისეთი პერსონა როგორიც ენდრიუ კუომოა, არჩევანი რეალურად მაინც არ გაქვს. მხარი კუომოს უნდა დაუჭირო და იმედოვნო, რომ ის ფანტასტიკურ სამუშაოს შეასრულებს. მას ეს ძალუძს, მამდანის არა. თუ კომუნისტი კანდიდატი ზოჰრან მამდანი ნიუ იორკის მერის არჩევნებში გაიმარჯვებს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მე ფედერალურ დაფინანსებას გამოვუყოფ ჩემს საყვარელ მშობლიურ ქალაქს, გარდა მინიმალური საჭიროებებისა“, – წერს ტრამპი.
ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკვე გამოეხმაურა ზოჰრან მამდანი და აღნიშნა, რომ ტრამპსა და კოუმოს დაუსჯელობის შეგრძნება აქვთ.
„ტრამპს და კუომოს ერთი და იგივე დონორები ჰყავთ, ისინი იზიარებენ ვიწრო ხედვას და იზიარებენ დაუსჯელობის შეგრძნებას“, – განაცხადა მამდანიმ.
„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის ფედერალური მთავრობამ 2026 წელს ნიუ იორკს 7,4 მილიარდი დოლარი უნდა გამოუყოს, რაც ქალაქის ბიუჯეტის 6,4%-ს შეადგენს.
ნიუ იორკში მერის არჩევნები დღეს იმართება.
„როიტერის“ ინფორმაციით, გამოკითხვებით, სწორედ წარმოშობით უგანდელი, 34 წლის მამდანი ლიდერობს, რომელიც საკუთარ თავს დემოკრატ სოციალისტს უწოდებს. არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატი კურტის სლაივაა, რომელსაც ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს.
ნიუ იორკის მერის არჩევნებში ნიუ იორკის ყოფილი გუბერნატორი ენდრიუ კუომო დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობს, რადგანაც ის პრაიმერისის დროს მეტოქე დემოკრატ ზოჰრან მამდანისთან დამარცხდა.