„მიაკერეთ ღილი სამოსს შიგნიდან“ - ფერადი ღილების მნიშვნელობა და რიტუალები ეზოთერიკოსისგან

ღილი

უძველესი ხალხური სიბრძნის მიხედვით, ძირს დაგდებული ღილის პოვნა კარგის ნიშანია – ყველა გზა ხსნილია თქვენთვის, წარმატება და ბედნიერი ცვლილებები გელით. მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ჩავწვდებით ერთი, ჩვეულებრივი ღილის მაგიას, სანამ არ გაიგებთ, რომელი და როგორი ღილი გამოგადგებათ თილისმად.

– როგორ გადავაქციოთ ღილი თილისმად?

– ამისთვის მისი დაკერების წესი უნდა დაიცვათ: ღილი თქვენს ჯანმრთელობას დაიცავს, თუ მიკერებისას მასში ძაფს ჯვარედინად გაუყრით; მშვიდი და ჰარმონიული ცხოვრებისთვის – ნახვრეტებში ძაფი კვადრატისებურად გაატარეთ; სიმდიდრეს – Z-ის ფორმის გვირისტი მოგიტანთ, ხოლო მეგობრობის გასაძლიერებლად ძაფი „ტოლობის“ ნიშნად დასვით. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ღილმა თილისმის ფუნქცია რომ შეასრულოს, ბუნებრივი – ხის ან ტყავისა უნდა იყოს.

შემდეგ შეარჩიეთ ღილის ფერიც: წითელი პასუხისმგებელია ვნებასა და სიყვარულზე;

მწვანე – სიმდიდრე და ფულია; თეთრი – სასიკეთო ცვლილებებს მოასწავებს; ლურჯი – ბიზნესში წარმატება და მოულოდნელი ფინანსური შემოსავალია;

ყავისფერი – ახალი, საინტერესო ნაცნობობაა;

შავი ღილების თილისმად გამოყენება კი, საერთოდ არ შეიძლება.

სამოსს თილისმა-ღილი სავსემთვარეობისას უნდა მიაკეროთ – მაგიურ ძალას უფრო სწრაფად გამოავლენს – თან იმაზე, იფიქრეთ, რა ძალის შეტანა გსურთ მასში. ღილს თილისმის ძალა სამოსის შიდა მხრიდან მიკერებისას აქვს, როცა სხვისთვის უხილავია. თან, შეგიძლიათ, ნებისმიერი სურვილი ჩაიფიქროთ, აუცილებლად ახდება.

ქმარს რომ ყოველთვის უყვარდეთ და თავგადასავლები სხვაგან არ ეძებოს, მისგან შეუმჩნევლად პერანგზე წითელი (სასურველია, ოთხნახვრეტიანი) ღილი მიაკერეთ – თქვენი სიყვარული ხანგრძლივი და ერთგული იქნება. ასეთივე ღილს თუ თქვენც მიიკერებთ ტანსაცმელზე, ერთმანეთს არასდროს დაშორდებით. შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ იმისთვის, ვინც მოგწონთ. ის შეგიყვარდებათ, თუ პერანგზე მალულად დააკერებთ ღილს.

თუ ღილი-თილისმა სამოსს მოწყდა, არა უშავს, გამდინარე წყალში ჩააგდეთ და ახალი ამულეტი მოიძიეთ.

ასევე, მნიშვნელოვანია ნაპოვნი ღილის ფორმაც – სამკუთხა ღილი ნათესავებთან ურთიერთობის გაუმჯობესებასა და ახალი ნაცნობების შეძენას გირჩევთ.

ლამაზი, უჩვეულო ფორმის ღილი კომპლექსებისგან გათავისუფლებისკენ მოგიწოდებთ, რაც წინსვლაში გიშლით ხელს. მრგვალი ღილი თავდაჯერებულობის ნაკლებობაზე მიგითითებთ და გირჩევთ, თვითშეფასების გაუმჯობესებაზე იმუშაოთ.

ასევე, მნიშვნელოვანია კვირის რომელ დღეს იპოვეთ ღილი – ორშაბათს ნაპოვნი ბიზნესში მოგიტანთ წარმატებას;

ოთხშაბათს – გაფრთხილებთ საყვარელ ადამიანთან შესაძლო ჩხუბის შესახებ;

პარასკევს – პირად ცხოვრებაში გლობალურ ცვლილებებზე მიგანიშნებთ;

კვირას – ძველ მეგობართან ან ახალ საინტერესო ნაცნობთან შეხვედრას გპირდებათ.

ასევე, ღილის თვის პირველ კვირაში პოვნა – კარიერული წინსვლაა;

მეორეში – სტაბილური და მშვიდი ცხოვრება;

მესამეში – ცვლილებები პირად ურთიერთობებში; ხოლო ბოლო კვირაში – გაფრთხილებაა დაუფიქრებელი ხარჯის შესახებ... სრულად