„გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე...“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოახლოებული ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ საუბრობს. 

იწყება საოცრად პომპეზური პერიოდი. ლომი, იმპერატორთა ნიშანი შემოდის. მისი მთავარი ფერი არის წითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი, ბეჟი ტონები, ყვითელი.

სიყვარულის დროა, ლომი მართავს სიყვარულს, შვილებს, მეგობრობას. ლომი მართავს საქართველოს, ქართულ სუფრას. მოემზადეთ, სიყვარული იქნება პომპეზური, მუხლებზე დგომით, სიმღერებით, ლექსებით.

ეს სიამოვნება გვექნება ერთი თვე. პლანეტა ვენერა 6 აგვისტოს გადავა სასწორის ნიშანში, ამიტომ ნაზი, რბილი, დიპლომატიური სიყვარულის პერიოდი იქნება.

გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე: სამშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი და კვირა.

მნიშვნელოვანი დღე გვაქვს 24-ში, პლანეტა მერკური უკუმავალი იყო და ასწორებს მოძრაობას, რაც ნიშნავს, რომ მოიმატებს გონებამახვილობა, ტვინი უფრო კარგად და სწრაფად იმუშავებს. მოლაპარაკებები და საქმეები წავა ყველაფერი კარგად.

კვირას, ძალიან მნიშვნელოვანი ოპოზიცია გვაქვს, შავ მთვარესა (ლილიტი) და პლანეტა მარსს (აგრესიის პლანეტა) შორის, მშვილდოსან-ტყუპების ზოდიაქურ ღერძზე. ეს ნიშნავს, რომ დაპირისპირებები, გაუგებრობები, გარჩევები იქნება ბიზნესში, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ცეცხლსასროლი იარაღით დასრულდეს.

ასეთი ტენდენცია 12 აგვისტომდე გაგრძელდება. მანქანის ყიდვისთვის/გაყიდვისთვის კარგი დღეა ხუთშაბათი. სამშაბათი კარგი დღეა ქორწილისთვის, ხელის თხოვნისთვის. ორშაბათს იმოქმედეთ პრინციპით შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. კვირის მთავარი ტენდენციაა, რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადავიდა. 

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე პროგნოზი მოისმინეთ ამ ვიდეოში: