„გადაწყვეტილებების მიღება აქ არასწორია, საჭიროა დაკვირვება...“ - ასტროლოგი მთვარის 29-ე დღეზე

დროში მოგზაურობის ჰოროსკოპი

სტატუსს აქვეყნებს, სადაც მთვარის 29-ე დღეზე წერს. როგორც ლამზირა ხაჭაპურიძე ამბობს, ამ დღეს შესაძლოა გაძლიერდეს შიში და ილუზიები: ჩემმა გამომწერებმა წაიკითხეთ ანალიზი და სამი პრაქტიკული სავარჯიშო.

„29-ე დღეა მთვარის, ამ დღეს

გეკატას დღეს უწოდებენ ...

არა „საშიშობის“, არამედ ზღვრის, ჩრდილის და ცნობიერების გამოცდის გამო....

რატომ უკავშირდება 29-ე დღე გეკატას

გეკატა არის ზღვრის ქალღმერთი —

ის დგას იქ, სადაც ერთი ციკლი კვდება და მეორე ჯერ არ დაბადებულა.....

ზუსტად ასეთია 29-ე მთვარის დღე:

მთვარე თითქმის არ ჩანს, ძველი ენერგია იხურება, ახალი ჯერ არ შემოსულა....

მთავარი მიზეზები

1. ეს არის ჩრდილის დღე

29-ე დღეს გამოაქვს ზედაპირზე:

შიშები

ილუზიები

ძველი კარმული პროგრამები

გეკატა არ მალავს ჩრდილს — ის ანათებს მას ჩირაღდნით, რომ დაინახო.

2. გზაჯვარედინი გეკატა არის გზაჯვარედინების მცველი...

.....( ხშირად ამას ზუსტად ბნელი საქმეებისთვის იყენებენ და კი არის სამყარო ამ დღეში )

29-ე დღე გამოვიყენოთ , როგორც შიდა გზაჯვარედინი:

ძველი არჩევანი აღარ მუშაობს

ახალი ჯერ არ ჩანს

ამიტომ გადაწყვეტილებების მიღება აქ არასწორია — საჭიროა დაკვირვება....

3. გამოცდა ცნობიერებისთვის: ეს დღე

„ამოწმებს“ ადამიანს:

ვინ მართავს შენს ცხოვრებას

— შიში თუ ცნობიერება?

რეაგირებ ავტომატურად თუ რჩები ცენტრში?

გეკატას ენერგია ამბობს:

თუ ჩრდილს გაურბიხარ — ის დაგდევს.

თუ შეხედავ — ის ტრანსფორმირდება.

გეკატას დღის სწორი პოზიციაა

არ იბრძოლო

არ გაარკვიო

არ გადაწყვიტო

დააკვირდი

ეს არის დღე, როცა:

სიჩუმე უფრო ძლიერია, ვიდრე მოქმედება....

ამ დღეს კარგია ტრანსფორმაციისთვის გარკვეული პრაქტიკები და ცოდნები ...

გისურვებთ სიხარულს“,- წერს ასტროლოგი.