​ემოციური არასტაბილურობა და მოულოდნელი ცვლილებები - როგორი იქნება 6-12 აპრილის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ზოდიაქოს ნიშნები

 მიმდინარე კვირის განმავლობაში მთვარე მშვილდოსნის, თხის რქისა და მერწყულის ნიშნებს გაივლის, რაც დინამიკურ და არაერთგვაროვან ფონს შექმნის. კვირის პირველი ნახევარი, განსაკუთრებით კი ორშაბათი, განწყობის მკვეთრი ცვალებადობით ხასიათდება. ამას დისციპლინისა და პასუხისმგებლობის პერიოდი ჩაანაცვლებს, უქმეებზე ბევრი ადამიანი მოულოდნელ სიმსუბუქესა და შვებას იგრძნობს.

​ყველაზე რთულ პერიოდად ორშაბათის პირველი ნახევარი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი მიიჩნევა, ხოლო გარდამტეხი მომენტი პარასკევს საღამოს დადგება. კვირის მთავარი ამოცანა იმპულსურობის დაძლევა და მოქნილობის შენარჩუნება იქნება.

​ყოველდღიური პროგნოზი:

ორშაბათი (6 აპრილი)
დღის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული და ტრავმული იქნება. მოსალოდნელია მოულოდნელი კონფლიქტები, ტექნიკური ხარვეზები და ყველაფრის მიტოვების მძაფრი სურვილი. ემოციები ამ დროს ხშირად პიკს აღწევს. დღის მეორე ნახევრიდან სტაბილურობა ბრუნდება, რაც სიტუაციის საღად შეფასებისა და პასუხისმგებლობის აღების შესაძლებლობას მოგცემთ. 

​ასტროლოგების რჩევა: დილა სიმშვიდეში გაატარეთ და გაუაზრებელ ნაბიჯებს მოერიდეთ, დღის მეორე ნახევარი კი დაგეგმვასა და საქმეების მოწესრიგებას დაუთმეთ. ​

სამშაბათი (7 აპრილი)
ეს ოპტიმიზმის, სწავლისა და მოგზაურობისთვის ხელსაყრელი დღეა. მიუხედავად ამისა, წარსულიდან მომავალი პროვოკაციები ან ტყუილის თქმის ცდუნება გამოირიცხება. არსებობს ილუზიებში გაბნევის საფრთხეც.

​ასტროლოგების რჩევა: პოზიტიური განწყობა შეინარჩუნეთ, თუმცა ფაქტები ყოველთვის გადაამოწმეთ. რისკიან მანიპულაციებს მაქსიმალურად მოერიდეთ. ​ 

ოთხშაბათი (8 აპრილი)
წინ რთული დღე გელოდებათ. შინაგანი დაძაბულობა ხშირად მოიმატებს - იმოქმედებთ დაუყოვნებლივ, თუმცა გარემოებები შეგაფერხებენ. მოსალოდნელია გაღიზიანება და კონფლიქტები ხელმძღვანელობასთან, ოფიციალურ სტრუქტურებთან ან პარტნიორებთან.

​ასტროლოგების რჩევა: დაგროვილი აგრესია სპორტს ან ფიზიკურ შრომას მოახმარეთ. სხვებისთვის საკუთარი სიმართლის მტკიცებას ნუ ეცდებით, რადგან დღეს ეს უშედეგო იქნება. ​

 ხუთშაბათი (9 აპრილი)
ამ დღეს ამბიციებს ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი დააზიანებს: დანაშაულის გრძნობა, მარცხის შიში და ვალდებულებების სიმძიმე. თითქოს, საზღვრების გაფართოება გსურთ, მაგრამ ნებისმიერი მცდელობა აკრძალვებს აწყდება. ​

ასტროლოგების რჩევა: მოლოდინები შეამცირეთ. სჯობს ცოტა საქმე გააკეთოთ, მაგრამ - ხარისხიანად. სესხების გაფორმებისა და მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმოწერისგან თავი შეიკავეთ.

​პარასკევი (10 აპრილი)
საღამომდე საკუთარი ძალების გადაფასების რისკი კვლავ ნარჩუნდება, თუმცა, პარალელურად, არასტანდარტული და სასარგებლო იდეებიც ჩნდება. დღის ბოლოდან ნამდვილი გარღვევაა მოსალოდნელი - ეს ძველი პრობლემების გადაჭრისა და ექსპერიმენტებისთვის საუკეთესო დროა. ​

ასტროლოგების რჩევა: ინტუიციას ენდეთ, საღამოს კი რაიმე ახალი სცადეთ...ვრცლად