მუზების პირველი კომენტარი „ჰაუსის“ დასრულების შემდეგ
1771617633
მზე თევზებში გადადის - როგორ აისახება მოვლენა ზოდიაქოს ნიშნებზე - თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ მომდევნო ერთი თვე უნდა გამოვიყენოთ ძველი საქმეების დასამთავრებლად და „დაბნელების დერეფანი“ გავიაროთ მშვიდად:
„საინტერესო ხუთდღიანი მონაკვეთი გვაქვს. თებერვალი ერთ-ერთი რთული თვეა. გავდივართ დაბნელების დერეფანს. 4-ში გვექნება მთვარის დაბნელება. ძალიან მნიშვნელოვანი კოსმოსური გამოცდაა. დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ გავივლით.
იყავით ყურადღებით, გაიარეთ მშვიდად და გაიცანით საინტერესო ადამიანები. არანაირი კონფლიქტი და პროვოკაცია. მზე გადასულია თევზების ზოდიაქოში, სადაც შეხვდება პლანეტა ვენერას. თევზები მისტიკური ნიშანია. უნდა დაემშვიდობოთ რუტინულ ცხოვრებას.
გაქვთ შეჯამების პერიოდი, როგორ გაიარეთ წელი, სწორად თუ არასწორად. თუ გაქვთ რაიმე დასამთავრებელი ან გამოსასწორებელი ეცადეთ, ბოლომდე მიიყვანოთ. ეხება ყველაფერს, როგორც სულიერ ისე მორალურ მხარეს. თევზებს მართავს პლანეტა მერკური.
ნეპტუნი თავის მხრივ მართავს, ფსიქიატრიულ და ნარკოტიკულ პრობლემებს. თუმცა არის უმაღლესი რწმენა და უფალთან სიახლოვე. საქველმოქმედო ნიშანია, მგრძნობიარე, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარს ადამიანი. არ შეგეშინდეთ თუ წავა ღრმა ინტუიციური ხედვა, თუნდაც სიზმრების სახით“, - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.