წყალი 17 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები

წყალი

20 თებერვალს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ისნის რაიონში, ვაზისუბნის IIა მიკრორაიონის N27-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 20 თებერვალს, ღამის 22:00 საათიდან, 21 თებერვლის დილის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში - ვაზისუბნის I, II, IIა მიკრორაიონებს, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I და II კვარტალებს, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტალს, თამარ ღვალაძის, ჯუმბერ ლეჟავას, ვაზის, თეოფანე დავითაიას, მარშალ იოზეფ პილსუდსკის, ზურაბ პატარიძის, აშოტ კურაპალატის, ღვინის, მამისაანთუბნის, იოანე ზოსიმეს, დეკანოზიშვილის, ალექსანდრე როინიშვილის, ქევხიშვილის, აჩაბეთის, ყაუხჩიშვილის, კვიპაროსის, იელის, შალვა მშველიძის, ხელოვანთა, ქისის, გივი გაჩეჩილაძის და ემზარ სულაქველიძის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.