ჩეკების დაწვის რიტუალი - მაისის „ფულადი“ თარიღები  

ჩეკების დაწვის რიტუალი

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. 

„ჩეკების დაწვის რიტუალი მაისის „ფულადი“ თარიღები  
⠀ინახავთ შესყიდვების ჩეკებს?⠀ცოტა ვინმე თუ ფიქრობს ამაზე, მაგრამ სალაროს ჩეკებში დიდი ფულადი ენერგიაა დამალული. თუ მას სწორად „გაათავისუფლებთ“, ის თქვენთან მოულოდნელი საჩუქრების, პრემიების, ფასდაკლებებისა და სხვა ფინანსური სიურპრიზების სახით დაბრუნდება!⠀როგორ ჩავატაროთ რიტუალი:
⠀  გამოყავით პატარა პარკი ან კოლოფი, სადაც შეაგროვებთ ყველა მაღაზიის ჩეკს, გადახდის ქვითარს, ტრანსპორტის ბილეთს – ყველაფერს, რაც ფულის დახარჯვას ადასტურებს.
  მნიშვნელოვანია! რიტუალისთვის გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი ჩეკები (და არა მეუღლის, შვილების ან მეგობრის).
  კონკრეტულ დღეს დაწვით ჩეკები ცეცხლგამძლე ჭურჭელში, კარგად განიავებად ოთახში ან გარეთ.⠀უახლოესი ხელსაყრელი თარიღები და საათები:

  21 მაისი  15:00 – 17:00  19:00 – 21:00⠀ჩეკების დაწვისას სამჯერ წარმოთქვით:⠀  „ჩეკებს ვწვავ – სიმდიდრეს ვუხმობ.ჩეკებს ვწვავ – სიმდიდრეს ვამრავლებ.ჩეკებს ვწვავ – სიმდიდრეს ვამტკიცებ.ჩემს სასიკეთოდ. ყველას სასიკეთოდ. ჭეშმარიტად!“⠀
ფერფლი უნდა ჩაფლათ მიწაში (ქვიშაში, თოვლში) ან გაატანოთ ქარს.
⠀  რჩევა: რიტუალის დაწყებამდე დათვალეთ ჩეკების ჯამური თანხა, შემდეგ კი ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდით, რა გზით და რა სახით დაგიბრუნდებათ ფული!
⠀  დაე, თქვენი ფინანსები გამრავლდეს და გაორმაგდეს!",- წერს იოსელიანი.