ასტროლოგი განმარტავს რატომ ეწოდება იანვრის სავსე მთვარეს მგლის მთვარე და რომელი ზოდიაქოს ნიშნები უნდა გაფრთხილდნენ

მგლის მთვარე

იანვრის პირველ დღეებში ცაზე გამოჩნდება ახალი წლის პირველი სუპერსავსე მთვარე - მგლის მთვარე. ასტროლოგების აზრით, ამ პერიოდში ადამიანებს შესაძლოა ემოციების კონტროლი გაუჭირდეთ, ხოლო მოვლენებმა საბედისწერო გადაწყვეტილებებისკენ გვიბიძგოს. ასტროლოგი გვიყვება რატომ მიიჩნევა იანვრის სავსე მთვარე განსაკუთრებულად და როგორ ჯობს ამ დროის სწორად გატარება.

რატომ ეწოდება იანვრის სავსე მთვარეს მგლის მთვარე
წლის პირველ სავსე მთვარეს უცნაური და ოდნავ დამაფრთხობელი სახელწოდება აქვს - მგლის მთვარე. მიიჩნევა, რომ ასე მას ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებმა უწოდეს, რადგან ამ პერიოდში ღამით განსაკუთრებით ხშირად ისმოდა მგლების ყმუილი. ადრე ფიქრობდნენ, რომ მკაცრ ზამთარში მტაცებლები შიმშილის გამო ყმუოდნენ, თუმცა თანამედროვე ცოდნა ამ მითს უარყოფს. სინამდვილეში ზამთარში მგლების ყმუილი უფრო ხშირად ისმის იმიტომ, რომ ასე ისინი პოულობენ თავიანთი ხროვის წევრებს, ამყარებენ სოციალურ კავშირებს, მონიშნავენ ტერიტორიას და კოორდინაციას უწევენ ნადირობას. ცივი ზამთრის ჰაერი ხმას უკეთ ავრცელებს, რის გამოც სავსე მთვარის შუქზე მგლების ხმები განსაკუთრებით მკაფიოდ ისმის.

როდის არის სავსე მთვარე  2026 წლის იანვარში - ზუსტი დრო და თავისებურებები
როგორც ასტროლოგმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, იანვარში, ხელსაყრელი ამინდის პირობებში, შევძლებთ დიდი სავსე მთვარის ხილვას - ეს იქნება ახალი წლის პირველი სუპერსავსე მთვარე (სავსე მთვარე ჩვეულებრივზე 6%-ით დიდი და 13%-ით უფრო კაშკაშა იქნება). ამ მოვლენის ხილვა 3 იანვარსაა შესაძლებელი.

ამ დროს მთვარე კირჩხიბის ნიშანში იქნება, იუპიტერს შეუერთდება და მარსისა და ვენერას დაძაბული გავლენის ქვეშ. მარტივად რომ ვთქვათ, იანვრის სავსე მთვარე საბედისწერო მოვლენებს გვპირდება.

ასტროლოგის თქმით, კირჩხიბის ნიშანი ტრადიციულად დაკავშირებულია სახლთან, ოჯახთან, უსაფრთხოებასთან და შინაგან ფსიქოემოციურ მდგომარეობასთან. ეს სავსე მთვარე ემოციებს ზედაპირზე ამოიტანს, ხოლო იუპიტერისა და მარსის გავლენა მათ კიდევ უფრო გააძლიერებს. ისინიც კი, ვინც ჩვეულებრივ მშვიდი და თავშეკავებულია, ძლიერ ემოციებს იგრძნობენ. სავსე მთვარის პერიოდში შესაძლოა მოხდეს მოვლენები, რომლებიც სახლსა და ოჯახს უკავშირდება: მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საუბრები, გადაწყვეტილებები საცხოვრებელ ადგილთან, ოჯახურ ურთიერთობებთან, რემონტთან, სივრცისა თუ ქონების განაწილებასთან დაკავშირებით.

ემოციურობისა და ზეწოლის ფონზე გაჩნდება სურვილი, გადაწყვეტილებები „აქ და ახლა“ მიიღოთ, რათა ცვლილებები დაუყოვნებლივ დადგეს.

რა შეიძლება და რა არ შეიძლება იანვრის სავსე მთვარეზე
ასტროლოგის თქმით, ეს სავსე მთვარე ხელსაყრელია წყლის პროცედურებისთვის, აბანოსთვის და ზოგადად გაწმენდისთვის, კარგია სივრცის მოწესრიგება, სახლის დალაგება. ეს ასევე კარგი დროა მსუბუქი ფიზიკური აქტივობისთვის, მაგალითად, ცურვის, გაჭიმვისა და სეირნობისთვის.

ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული:

ნათესავებთან კონფლიქტები;
ორგანიზმის გადატვირთვა მძიმე საკვებით, განსაკუთრებით რძის პროდუქტებით.
ასევე არასასურველია ინტენსიური ფიზიკური ვარჯიში, რადგან ტრავმის რისკი იზრდება. მნიშვნელოვანია წყლის ბალანსის დაცვა (საკმარისი წყლის მიღება) და დღის რეჟიმის შენარჩუნება.

ასტროლოგიური პროგნოზი 2026 წლის პირველი სავსე მთვარისთვის


ასტროლოგის თქმით, ეს სავსე მთვარე ყველაზე ჰარმონიული იქნება კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის და თევზებისთვის, ხოლო თხის რქებისთვის, ვერძებისა და სასწორებისთვის — უფრო დაძაბულად ჩაივლის.

კირჩხიბებს გაუძლიერდებათ უსაფრთხოების მოთხოვნილება; შესაძლოა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ოჯახთან დაკავშირებით.

მორიელებისთვის მნიშვნელოვანია ძველი ემოციური ისტორიების დასრულება და ზედმეტი კონტროლის გაშვება; დადებითად შეიძლება გადაწყდეს ფინანსური საკითხები.

თევზების ცხოვრებაში ეს პერიოდი შესაძლოა მნიშვნელოვანი მოვლენებით, ახალი გრძნობებითა და სიყვარულით იყოს სავსე.

თხის რქებს სავსე მთვარე პარტნიორულ ურთიერთობებში კონფლიქტურ თემებს წამოუწევს; შესაძლებელია გარკვეული ურთიერთობების ან თანამშრომლობის დასრულების გადაწყვეტილებები მიიღონ.

ვერძებს ოჯახში მოულოდნელი ცვლილებები ელით; საჭიროა საცხოვრებლისა და საკუთარი ფსიქიკური მდგომარეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

სასწორებმა მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ხელმძღვანელობასთან, მაღალი თანამდებობის პირებთან და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას.