„არასწორი სტრატეგიით თქვენ საკუთარ ფინანსურ არხს კეტავთ...“ - რამაზ გიგაური

რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

იგი ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს, ფულზე საუბრობს:

„ხშირად გვგონია, რომ ფული - ეს ეკონომიკაა. სინამდვილეში, ასტროლოგიაში ფული - ფსიქოლოგიაა. რატომ ხდება, რომ ერთნი წვალობენ და ვერ აგროვებენ, სხვებთან კი რესურსი თითქოს „ჰაერიდან“ მოდის? პასუხი თქვენს პირად რუკაში, კონკრეტულად კი მე-2 სახლში იმალება. ეს არის ზონა, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ საფულეს, არამედ იმას, თუ რამდენად „ძვირად ღირებულად“ მიგაჩნიათ საკუთარი თავი სამყაროსთვის. იცოდით, რომ არასწორი სტრატეგიით (მაგალითად, მე-8 სახლის პრინციპის ჩართვით იქ, სადაც მე-2 სახლია საჭირო) თქვენ საკუთარ ფინანსურ არხს კეტავთ?“, - წერს რამაზ გიგაური.