დედამიწის ბირთვმა წყნარი ოკეანის ქვეშ მოულოდნელად მიმართულება შეიცვალა - რას ნიშნავს ეს ჩვენთვის
1780087305
ასტროლოგი ანა მზიანი 31 მაისის ცისფერი სავსემთვარეობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ზოდიაქოს ნიშნებს მიმართავს.
„ცისფერი სავსემთვარეობა მშვილდოსანში - არ გაშინებთ, გაფრთხილებთ!
31 მაისს, 12:44-ზე (იმიტომ ვამბობ თბილისის დროით, რომ ვიცი, ემიგრანტებიც კითხულობთ) სავსემთვარეობა გველოდება მშვილდოსნის მეათე გრადუსში. ამ დროს მზე და მთვარე ერთმანეთის მოპირდაპირე ნიშნებში არიან: მზე ტყუპში, მთვარე - მშვილდოსანში. სავსემთვარეობა ყოველთვის ემოციური და ფეთქებადსაშიში დღეა და განსაკუთრებით 31-ის, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სხვა ცეცხლოვანი ნიშნებისგან განსხვავებით მშვილდოსნის ცეცხლი მივანლებულია, ნავთს თუ დასხამთ, ცეცხლი აბრიალდება. ამიტომ აქედანვე სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ.
მაისისთვის ეს მეორე სავსემთვარეობაა, პირველი გვქონდა პირველ მაისს, მორიელში და როცა ერთ თვეში ორი სავსემთვარეობაა, მას ცისფერსაც ეძახიან და ასტროლოგიაში ცისფერ სავსემთვარეობას ყოველთვის განსაკუთრებულ ენერგეტიკულ დატვირთვას ანიჭებენ. ვინაიდან ეს მოვლენა იშვიათია (აქედან მოდის ინგლისური გამოთქმაც Once in a blue moon — ძალიან იშვიათად), მას გაძლიერებულ სავსემთვარეობად მიიჩნევენ.
გარდა ამისა, სავსემთვარეობის ამბავში გააქტიურებულია კატასტროფების ღერძი. უფრო კონკრეტულად, მშვილდოსანში მყოფი მთვარე უერთდება უძრავ ვარსკვლავ ალდებარანს და ტყუპში მყოფი მზე - ანტარესს. ამიტომ, მსოფლიოში შეიძლება იყოს სერიოზული და მასშტაბური კონფლიქტები, კატასტროფები, ავარიები, საზოგადოებაში დაძაბულობა. ამიტომ, ვართ ფრთხილად. მოერიდეთ საშიშ ადგილებს, თუ აუცილებელი არაა, მგზავრობა გადადეთ ან მაქსიმალურად ყურადღებით იყავით. არ აჰყვეთ პროვოკაციებს, გაფილტრეთ ის ინფორმაცია, რასაც იღებთ ან საერთოდ შეამცირეთ უსიამოვნო ამბების წყარო.
სავსემთვარეობა არის დასრულება, შედეგის მიღება, კულმინაცია. ტყუპი-მშვილდოსნის ღერძი არის სწავლა-განათლება; საბუთები და ბიუროკრატია; მოგზაურობა და ემიგრაცი; ინფორმაცია და მედია; იურიდიული საკითხები, მოგზაურობა; ჰოდა, რაღაც შედეგი უნდა მიიღოთ ამ სფეროებში. სანახავია, რომელ სფეროებს მართავენ თქვენს პირად რუკაში ტყუპი და მშვილოდოსანი და მათი მმართველები რა კონფიგურაციებს ქმნიან.
სავსემთვარეობის მოვლენებს გავლენა ექნება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, მომდევნო ახალმთვარეობამდე, რომელიც გველოდება 15 ივნისს, ტყუპში, 06:53-ზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ტყუპში მყოფი მზე ახლოსაა ურანთან, შეიძლება იყოს მოულოდნელობები, რომლებიც სულ აგიშფოთებთ. შეფერხებები ელექტროობასთან, შეიძლება აურიოს ტქენიკამ, სამგზავრო გრაფიკებმა.
მშვილდოსნის მთვარის მეგობრული ასპექტი ვერძში მყოფ ნეპტუნთან და სატურნთან მიგახვედრებთ, რომ ცვლილებების დროა და ახლა ილუზებსა და ფანტაზიებს არ უნდა აჰყვეთ. უნდა მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილება, მოაწესრიგოთ საბუთები სწავლასთან, მოგზაურობასთან დაკავშირებით; მიიღოთ ინფორმაცია ან საბუთი.
სავსემთვარეობა იმოქმედებს მათზე, ვისაც ჰაერისა (ტყუპი, სასწორი, მერწყული) და ცეცხლის სტიქიის ნიშნებში (მშვილდოსანი, ვერძი, ლომი), აგრეთვე, ქალწულისა და თევზების (როგორ მუტაბელური ჯვრის წარმომადგენლებში) 8-11 გრადუსში გყავთ პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები.
მალევე დავწერ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისთვის, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ სავსემთვარეობაზე.
სავსემთვარეობის დღეებში პლუს/მინუს 2 დღე მოიწყვეთ დასვენება, შეამცირეთ ხმაური თქვენ გარშემო, გამოიძინეთ, დალიეთ წყალი, ღრმად ისუნთქეთ სუფთა ჰერზე. კარგი იქნება, მიირთვათ გემრიელად, წახვიდეთ ლამაზ, საინტერესო ადგილას, თუნდაც, უახლოეს სკვერში, მოუსმინოთ სასიამოვნო მუსიკას, ერთი სიტყვით, მიიღოთ სასიამოვნო შთაბეჭდილება.
სავსემთვარეობის შემდეგ დაიწყეთ თქვენი გარემოს გასუფთავება უსარგებლო და დაზიანებული ნივთებისგან.
მშვიდ, ჰარმონიულ დღეებს გისურვებთ!“, - წერს ანა მზიანი სოციალურ ქსელში.