ორთაჭალაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები - რა ინფორმაცია ვრცელდება დაშავებულების შესახებ
1736835448
ეს კვირა მრავალფეროვანი მოვლენებით იქნება გამორჩეული. ვარსკვლავების რჩევით, ჩაერთეთ ახალ პროექტებში და გონივრულად ხარჯეთ ფინანსები. თავდაჯერება და სიმშვიდე სამომავლო პერსპექტივების გარანტია გახდება.
ვერძი
აშკარად გაქვთ გადაუჭრელი პრობლემები, სასურველია შეეცადოთ, გაუმკლავდეთ მათ ამ კვირაში, ყოველგვარი გადადების გარეშე. ახლა გჭირდებათ აქტიურობა და თვითდისციპლინა, მომავალი პერსპექტივები დამოკიდებულია ამ თვისებებზე. საქმიანი შეხვედრები თქვენს სასიკეთო შედეგებს მოიტანს, თუ არასასურველი ვიზიტების თავიდან აცილებას შეძლებთ. ვინ იქნება სასურველი და ვინ არა, ამას ინტუიცია გიკარნახებთ.
შაბათ-კვირას შეძლებთ იმდენი დრო დაუთმოთ თქვენს ოჯახს, რამდენიც გსურთ. მეგობრებთან დიდი ხნის ნანატრი შეხვედრებიც ბევრ სიამოვნებას გპირდებათ.
სასიკეთო დღეები: 10, 15.
არასასიკეთო დღე: 12.
კურო
ამ კვირაში გადატვირთულმა სამუშაო გრაფიკმა და თქვენი მიზნის ნებისმიერ ფასად მიღწევის სურვილმა შეიძლება გარკვეული შფოთვა ან თუნდაც ნერვიულობა მოგიტანოთ. არ ინერვიულოთ, სიმშვიდე და თავდაჯერებულობა თქვენი წარმატების გასაღებია. მეორეც, თქვენი ოჯახი ყოველთვის მზად იქნება, დაგეხმაროთ და გაგიადვილოთ სიტუაცია. გადაუჭრელი საკითხი თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება.
ოთხშაბათი და კვირა ყველაზე ხელსაყრელი დღეებია ახალი ნაცნობობის გასამყარებლად, შეგიძლიათ პაემანზე წახვიდეთ და სხვების კომპანიაში არ გაერთოთ.
სასიკეთო დღეები: 9, 13.
არასასიკეთო დღე: 11.
ტყუპი
ამ კვირაში ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები გაიხსნება თქვენთვის. პრობლემა, რომელიც გადაუჭრელი ჩანდა, თავისთავად მოგვარდება. მიხვდებით, რომ სწორი მიმართულებით მოქმედებთ. თქვენი კრეატიულობა მაღალ შემოსავალს გპირდებათ, მაგრამ ამ კვირაში ერიდეთ ყველა სახის ფინანსურ ოპერაციებს.
ხშირად იქნებით ყურადღების ცენტრში და ადვილად გახდებით ნებისმიერი კომპანიის ლიდერი. ეს დიდ კმაყოფილებას და უამრავ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ შურიანი ადამიანებიც არსებობენ.
სასიკეთო დღეები: 12, 15.
არასასიკეთო დღე: 10.
კირჩხიბი
არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ კვირაში მთელ რიგ ვარსკვლავთა გავლენის გამო გარკვეული პრობლემები შეგექმნათ. გრძელ გზაზე მგზავრობას მოერიდეთ, ნურც აზარტულ თამაშებში ჩაებმებით. ფანატიზმი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში უბრალოდ კატეგორიულად უკუნაჩვენებია თქვენთვის. ჯობს თქვენს გეგმებში საყვარელი ადამიანები და მეგობრები ჩართოთ, ამით გარკვეულ ნაბიჯს გადადგამთ მათი განხორციელებისკენ და უფრო ნათელი გახდება უახლოესი მომავლის პერსპექტივები.
შაბათ-კვირას თავს კომფორტულად იგრძნობთ, რადგან ამ დროისთვის ყველა გაუგებრობა და პრობლემა წარსულს ჩაბარდება.
სასიკეთო დღეები: 9, 14.
არასასიკეთო დღე: 12.
ლომი
ამ კვირაში პროფესიულ სფეროში უარს ნუ იტყვით დამატებით პასუხისმგებლობებზე, შეეცადეთ, მაქსიმალურად დაიტვირთოთ, რაც კარიერული წინსვლის საშუალებას მოგცემთ. კოლეგებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობები სამშაბათს წარმატებით დაგვირგვინდება. ხუთშაბათს გექნებათ შესაძლებლობა, მოხიბლოთ ირგვლივ მყოფები თქვენი იდეებით და მოიპოვოთ მხარდაჭერა. ფინანსურ სექტორში მოგების მიღების შანსი დიდია.
შაბათ-კვირას მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს, იზრუნეთ მათ გართობასა და სურვილების ასრულებაზე.
სასიკეთო დღეები: 11, 13.
არასასიკეთო დღე: 15.
ქალწული
ამ კვირაში გაუფრთხილდით თქვენს ბიზნესს და საჯარო რეპუტაციას. სანამ მაცდურ შეთავაზებებზე დათანხმდებით, კარგად უნდა დაფიქრდეთ. ოთხშაბათს შეეცადეთ, არ გადაწყვიტოთ მნიშვნელოვანი საკითხები, სანამ ყურადღებით არ განიხილავთ. პარასკევს ყველაფერზე გადაჭარბებული რეაქცია გექნებათ, შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ კონფლიქტები. მეგობრებთან მჭიდრო ურთიერთობა ახალი პროფესიის ათვისებაში დაგეხმარებათ.
კვირის ბოლოს მყუდრო გარემოში დაისვენეთ და მშვიდად დაგეგმეთ ახალი საქმეები.
სასიკეთო დღეები: 13, 15.
არასასიკეთო დღე: 10.
სასწორი
ეს კვირა კარგია ახალი პროექტებისა და საქმეების დასაწყებად. ვისაც საკუთარი ბიზნესის წამოწყება გსურთ და შესაფერის მომენტს ელოდით, ამ კვირაში შეგიძლიათ უსაფრთხოდ დაიწყოთ თქვენი სურვილის ასრულება, რადგან ეს ძალიან ხელსაყრელი პერიოდია ახალი ბიზნესის დასაწყებად. სამსახურში თქვენი აქტიურობა, დიდი ალბათობით, დადებით გამოხმაურებას მიიღებს, რაც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.
პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები. კვირა კარგი დღეა პაემნისთვის.
სასიკეთო დღეები: 9, 14.
არასასიკეთო დღე: 11.
მორიელი
ამ კვირაში დაფასდება ისეთი თვისებები, როგორიცაა მოქნილობა და ნებისყოფა. შეიძლება მოგიწიოთ მთელი თქვენი შემოქმედებითი რესურსის გამოყენება სხვებზე კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად. ეს საშუალებას მოგცემთ, დაიკავოთ წამყვანი პოზიცია პროფესიულ სფეროში და არავის მისცემს თქვენ მიმართ წყენისა და შურის გრძნობის მიზეზს, თუმცა პირად ცხოვრებაში შეიძლება არასასიამოვნო სიტუაციები შეგხვდეთ. მათ გადალახვაში თქვენი მონდომება და სიმტკიცე დაგეხმარებათ... ნახეთ ვრცლად