ახალი შესაძლებლობები, გარდაუვალი ცვლილებები და წარმატების მიღწევის დიდი შანსი - როგორი იქნება 9-14 სექტემბრის კვირა

ასტროლოგიური პროგნოზი

ყოველი ახალი დღე შანსია, შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ და დავიწყოთ იმ მიზნებისა და ოცნებების განხორციელება, რომლებზეც დიდი ხანია, ვფიქრობთ. საინტერესოა, რას უმზადებს 2025 წლის შემოდგომის მეორე კვირა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს. 9-14 სექტემბრის პროგნოზს ვრცლად შეგიძლიათ, ქვემოთ გაეცნოთ:

ვერძი
ამ კვირაში იგრძნობთ, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი ეტაპის ზღურბლზე დგახართ. ძველი ცხოვრება თავისი შეზღუდვებითა და ნაცნობი ჩარჩოებით თანდათან უკან იხევს და ახალ გამოცდილებას გაძლევთ. გაგიჩნდებათ სურვილი, განაახლოთ არა მხოლოდ გეგმები, არამედ იფიქროთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ოცნებების ასრულებამდე მიგიყვანთ. საბოლოოდ გააანალიზებთ, რომ ბოლო წლებში ბევრი რამ განსაკუთრებით მოძველდა და ცხოვრება განახლებული ხედვით უნდა განაგრძოთ. მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის წინაშე ხართ და ცვლილებებს ვეღარ გადაავადებთ. თუმცა, თქვენი მთავარი ამოცანაა, იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და მოვლენებს ნაბიჯ-ნაბიჯ, გააზრებულად მიჰყვეთ.

კურო
ეს კვირა ზედმეტი ვალდებულებებისაგან, ზედმეტი პასუხისმგებლობებისა და მოძველებული კავშირებისაგან გათავისუფლების კვირა იქნება, რაც საბოლოოდ დიდ თავისუფლებას მოგანიჭებთ. თქვენ გარშემო არსებული სოციალური წრის გადახედვითა და ძველ საქმეებზე უარის თქმით, თითქოს, ახალი ეტაპისთვის ემზადებით, სადაც წარსულის მძიმე ტვირთისთვის ადგილი აღარ იქნება. მაგრამ, ნუ იჩქარებთ - ეს პროცესი დროთა განმავლობაში უნდა განხორციელდეს და არა ერთ დღეში. იმის გამო, რომ თქვენ სტაბილურობას ხართ მიჩვეული, თავიდან შესაძლოა, ცვლილებების მიღება გაგიჭირდეთ. მაგრამ, მალე სიმსუბუქეს იგრძნობთ, რადგანაც მიხვდებით, რომ ახლა იმ ცხოვრებით, იმ მიდგომებით ცხოვრობთ, როგორიც თავად გსურთ. 

ტყუპები

ამ კვირაში იგრძნობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბალანსის შენარჩუნება გუნდის წევრების სურვილებსა და საკუთარ მისწრაფებებს შორის. ბოლო თვეების განმავლობაში სხვების ყურადღება თქვენზეა მიპყრობილი და ეს სასიამოვნოა, მაგრამ ამავდროულად, დამღლელი. მოგიწევთ, კიდევ ერთხელ გააანალიზოთ, რომ ყოველთვის სხვების მოლოდინებს ვერ დააკმაყოფილებთ და ასევე, ყოველთვის ვერც მხოლოდ საკუთარ საჭიროებებზე იქნებით ორიენტირებული. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა და ყურადღება რესურსია და არა შეზღუდვა.

კირჩხიბი
ეს კვირა ზოდიაქოს აღნიშნული ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. თქვენ აღმოჩნდებით სიტუაციაში, სადაც წარსული ძალისხმევის ნაყოფი სრულად გამოჩნდება. თუმცა, წარმატებასთან ერთად, შეცდომებსაც ნახავთ, რაც სხვადასხვა დროს დაუშვით. წარმატების მიღება და საკუთარი თავისადმი მადლიერების გამოხატვა მნიშვნელოვანია. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, შეცდომები გააანალიზოთ და გამოცდილებად აქციოთ. გარდა ამისა, მიმდინარე კვირის განმავლობაში გაქვთ შანსი, თქვენი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოთ, მიიღოთ ახალი საქმიანი შეთავაზებები და საზოგადოების წინაშე ბევრად თავდაჯერებულად წარდგეთ.

ლომი
ეს კვირა იქნება მზადების ეტაპი იმ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, რომლებიც მომდევნო პერიოდში გელოდებათ. თითქოს, რეპეტიციას გადიხართ. ყველაფერი, რასაც ახლა ისწავლით, განავითარებთ, წამოიწყებთ, მომავალში განსაკუთრებით გამოგადგებათ. ამიტომ, შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. თუ ჰორიზონტის გაფართოება გსურთ, სხვადასხვა უნარისა და შესაძლებლობის განვითარებაზე იფიქრეთ. მიეცით საკუთარ თავს უფლება, ყველაზე ამბიციურ გეგმებსაც კი შეეჭიდოთ და განხორციელებისათვის რეალური ნაბიჯები გადადგათ...ვრცლად