1757094246
„აქამდე რას ელოდებოდნენ?!" - წლის ყველაზე სკანდალური წყვილის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

Coldplay-ის კონცერტზე კომპანია Astronomer-ის უკვე ყოფილი დირექტორის, ენდი ბაირონისა და განყოფილების უფროსის, კრისტენ კაბოტის რომანის გამოაშკარავებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბაირონს მომხდარის გამო თანამდებობის დატოვება მოუწია - წყაროების ცნობით, ის მეუღლესთან განქორწინდა.
ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მეუღლესთან, ენდიურ კაბოტთან განქორწინების პროცესი კრისტენ კაბოტმაც დაიწყო.
„აქამდე რას ელოდნენ?“, „ძალიან ხომ არ გაეწელათ ეს პროცესი?“, „მადლობა Coldplay-ს“, – ასე ეხმაურებიან ახალ ამბავს სოციალური ქსელის მომხმარებლები.