ექსპერტმა დაასახელა 4 „აკრძალული ფრაზა“, რომელიც მანქანის ყიდვისას არ უნდა თქვათ
1757190228
მიხეილ ახმედოვი ტურისტული კომპანია "სმაილ თრეველის" დირექტორი და დამფუძნებელია. სარეკლამო რგოლით, ახმედოვის კომპანია მომხმარებლებს ხმელთაშუა ზღვის კურორტებზე დასვენებას სთავაზობდა. ხელსაყრელი პირობების გამო, შეთავაზება ბევრისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა. თუმცა, თურქეთსა და საბერძნეთში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების ნაცვლად ხელში, სავარაუდოდ, ყალბი საგზურები და ავიაბილეთები შერჩათ. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ მომხმარებლების ნაწილი ჩემოდნებით უკან, თბილისის აეროპორტიდანვე გამოაბრუნეს, მათ კი, ვისაც ბილეთები ჰქონდათ, დანიშნულების ადგილზე ჩავიდნენ, თუმცა სასტუმროში ჯავშანი გაუქმებული დახვდათ.
ტურისტულ კომპანიაში ხელმძღვანელ პოზიციაზეა დასაქმებული ანა ახმედოვაც, რომელიც დამფუძნებლის ოჯახის წევრია. რეპორტაჟის მომზადების პროცესში, ვცადეთ მასთან დაკავშირება, რამდენჯერმე ვიყავით მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე "სმაილ თრეველის" ოფისშიც, თუმცა ადგილზე არავინ დაგხვდა.
"კურიერი P.S.-ს" მიხეილ ახმედოვის წარმომადგენელი მხოლოდ მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც კომპანიის შესახებ რეპორტაჟი "რუსთავი2-ის" ეთერში დაანონსდა. ადვოკატი ამბობს, რომ "სმაილ თრეველი" თავად არის დაზარალებული. ირწმუნება, რომ ტუროპერატორი კონკურენტების მხრიდან მიზანმიმართული, ფინანსური საბოტაჟის მსხვერპლია. არ უარყოფენ, რომ მომხმარებლებმა ზარალი განიცადეს, მზად არიან, თანხები აანაზღაურონ, თუმცა როდის, ამას არ აკონკრეტებს.
დაზარალებულებს "რუსთავი 2" ესაუბრა - თუმცა კომპანიის წარმომადგენლებთან კონტაქტის დამყარებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ ის ადამიანები, რომლებმაც დასვენების მიზნით "სმაილ თრეველის" ანგარიშებზე ათასობით ლარი გადარიცხა. დაზარალებულები ამბობენ, რომ ტურისტულ თაღლითობაში 200-მდე ადამიანია გახვეული.
"კურიერი P.S-ის" ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელი მიხეილ ახმედოვი ქვეყნის დატოვებას გეგმავდა, თუმცა ის საზღვარზე არ გაუშვეს და დაკითხვაზე საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს. პოლიციის განყოფილებაში ამჟამადაც გრძელდება დაზარალებულების გამოკითხვაც. ოჯახები თანხების დაბრუნებას ითხოვენ.
"სმაილ თრეველი" უცხოურ ტურებს საერთაშორისო ტურ ოპერატორ - "ქორალ თრეველისგან" ყიდულობდა. "კურიერი P.S-ს" თბილისში, კომპანიის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს, რომ თანხების გადაუხდელობის გამო "სმაილ თრეველისგან" მიღებული ყველა ჯავშანი ამჟამად გაუქმებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "კურიერი P.S-ს" უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავეები უკვე იდენტიფიცირებულები არიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ელით.