3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლებლობა გიჩნდებათ, პოზიტიური ცვლილებები შეიტანოთ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში და მოახდინოთ თქვენი იდეების რეალიზება.

კურო

საინტერესო დღეა, დიდი ალბათობით, ფინანსურ და საქმიან სფეროში წარსულში გაწეული ძალისხმევა ძალიან კარგი შედეგით დასრულდება. გაჭიანურებულ სამუშაოს წერტილი დაესმევა, რითაც კმაყოფილი დარჩებით.

ტყუპები

საკუთარი ძალების რწმენა კარგად აისახება თქვენი შრომის ნაყოფიერებაზე, დღეს, დიდი შანსია, გადაჭრათ ფინანსური პრობლემები.

კირჩხიბი

თუ ბოლო პერიოდში, პრობლემებთან გამკლავება გიჭირდათ და თქვენი მოთმინება ზღვარზეა, შეეცადეთ, თუნდაც ძალიან მცირე ხნით, სიტუაციას გაერიდოთ და საკუთარ თავს გადატვირთვის საშუალება მისცეთ.

ლომი

მოთოკეთ დომინირების სურვილი. გამორიცხული არ არის, რომ საკუთარი საქმიანობის მიმართ ინტერესი დაკარგოთ და ყველა წამოწყებით იმედგაცრუებული დარჩეთ. გირჩევთ, საკუთარი გეგმების განხორციელებაში ახალი ადამიანები მიიზიდოთ.

ქალწული

უბრალოდ, ენდეთ სამყაროს, ნუ შეეწინააღმდეგებით მოულოდნელ ცვლილებებს, რომლებმაც, შესაძლოა, სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრების გზა, ღირებულებები და ფასეულობები.

სასწორი

საინტერესო და სასიკეთო მოვლენებს ელოდეთ, შესაძლებელია, ახალი პერსპექტიული შემოთავაზება მიიღოთ, მთავარია, ემოციური სტაბილურობა შეინარჩუნოთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის. წინა დღეების კონფლიქტური ფონი შემცირდება და ჰარმონიული განწყობა დაგეუფლებათ. 

შვილდოსანი

დროა, მუშაობისა და დასვენების გეგმები შეადგინოთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი საქმეები საღამოსთვის დაგეგმოთ. მეგობრების სტუმრობა ან მოულოდნელი სიურპრიზი საშუალებას მოგცემთ, ოდნავ განიტვირთოთ და დაისვენოთ.

თხის რქა

გულწრფელად ისაუბრეთ ყველასთან - ახლა თქვენი კარიერა ამაზეა დამოკიდებული. დღეს მინიშნებებს ვერავინ გაიგებს. გაფილტრეთ ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება არასწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.

მერწყული

მოსალოდნელია ცვლილებები პირად საკითხებთან დაკავშირებით, შესაძლოა, გარემოცვაში მცირე გაუგებრობები წარმოიქმნას, ემოციები გააკონტროლეთ და, მალე, ყველაფერი დალაგდება.

თევზები

უმჯობესია, გულწრფელად ისაუბროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არის შანსი, საერთოდ ვერ გაგიგონ. საღამოს ნუ მოდუნდებით - სახლში ბევრი საკითხი დაგხვდებათ გადასაჭრელი.