28 აგვისტო მთვარის დაბნელება თევზების ნიშანში - ეზოტერიკოსის მიმართვა

მთვარე

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. 

„ფრთხილად: 28 აგვისტო — მთვარის დაბნელება თევზების ნიშანში  
...თუ ბოლო დროს ემოციურად ისე გაზანზარებთ, თითქოს თქვენს შიგნით დრამატული თეატრის ფილიალი გახსნეს — არ ინერვიულოთ, არ „გატეხილხართ“. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ასეთი შეგრძნება გექნებათ.
თევზების ნიშანში დაბნელება ზედაპირზე ამოიტანს ყველაფერს, რასაც აქამდე ოსტატურად ვმალავდით „მერისთვის“: შიშებს, ძველ წყენებს, გადაღლილობას, ილუზიებსა და ფიქრს:
„ეს ხომ უკვე გადავიტანე...“
სიურპრიზი: თურმე, ბოლომდე არა.  
ურანთან დაძაბული ასპექტი კი მოულოდნელობის ეფექტს ამძაფრებს: ცხოვრებამ სიმართლე შეიძლება მკვეთრად, დილაადრიან და პირველ ყავამდეც კი დაგანახოთ. 

28 აგვისტოს პრაქტიკა: გაწყვიტეთ ძველი მიჯაჭვულობები  
ეს არის სიმბოლური გზა იმისთვის, რომ საბოლოო წერტილი დაუსვათ ყველაფერს, რასაც დიდი ხანია შფოთვით, წყენითა თუ გამოფიტვით ატარებთ.
  რა უნდა გააკეთოთ:  
აიღეთ დაახლოებით 30 სანტიმეტრის სიგრძის ძაფი და მასზე 3 კვანძი გააკეთეთ:
  პირველი — ვალები, უკმარისობის შეგრძნება და ფინანსური შფოთვა;
  მეორე — მარტოობა, წყენა და მტკივნეული მიჯაჭვულობები;
  მესამე — შიშები, შეზღუდვები და განმეორებადი სცენარები.
შემდეგ ფრთხილად გადაჭერით თითოეული კვანძი მაკრატლით და თქვით:
  „ძველ პროგრამებს ვასრულებ.
ჩემს ენერგიას ვიბრუნებ.
ვირჩევ ბარაქას, ურთიერთსიყვარულსა და ბედნიერ ცხოვრებას.
ასე იყოს“.
  გადაჭრილი კვანძები ქაღალდში გაახვიეთ და გადაყარეთ.
  ხელები გამდინარე წყლის ქვეშ დაიბანეთ და წარმოიდგინეთ, როგორ უშვებთ წარსულის ტვირთს და ათავისუფლებთ ადგილს ახლისთვის.
ყველაზე ძლიერი გადაწყვეტილება ხანდახან ძალიან ჩუმად ჟღერს:
„მე აღარ მინდა ძველებურად ცხოვრება“,- წერს იოსელიანი.