„მშვიდობით, ჩემო მეგობარო...“ - რას წერს შორენა ბეგაშვილი
1747856125
ვერძი
დღეს სატელეფონო საუბრები დიდ დროს გართმევთ. შესაძლოა, სასიამოვნო და საინტერესო თემებზე საუბრობთ, მაგრამ საეჭვოა, მათგან სარგებელი მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება მოულოდნელი შეთავაზებები და სასიამოვნო სიახლეები მიიღოთ.
კურო
საშუალება გექნებათ, რომ სასარგებლო საქმე ისწავლოთ, რომელიც მალე გამოგადგებათ. დღეს ყველაზე კარგად გამოდით საქმე, რომელიც კრეატიულობას მოითხოვს. რუტინული დავალებების შესრულება გაცილებით გიჭირთ.
ტყუპები
სასიამოვნო და საინტერესო დღეა. წარმატებული გარიგება, ძველი ვალის დაბრუნება ან სოციალური შეღავათები თქვენს ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები - უჩვეულო ადამიანებთან ურთიერთობა გაიძულებთ ბევრ საკითხს განსხვავებული კუთხით შეხედოთ.
კირჩხიბი
ცდილობთ, ემოციები მოთოკოთ, თუმცა, სამწუხაროდ, ყოველთვის არ გამოგდით. თავი შეიკავეთ რემონტის დაწყების ან დიდი შესყიდვებისგან. ახლა სერიოზულ ვალდებულებებთან გამკლავება ძალიან რთული იქნება.
ლომი
თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია დადებითი ცვლილებები. ასევე სავარაუდოა ფინანსური სირთულეები, მაგრამ ისინი დროებითი იქნება. დღის მეორე ნახევარში შეიძლება ოჯახში უთანხმოება წარმოიშვას და შეთანხმება გაგიჭირდებათ. სავარაუდოდ, ვიღაც ძველ წყენას გაგიხსენებთ.
ქალწული
ადამიანები, რომლებიც ადრე არ გაფასებდნენ, აზრს შეიცვლიან. არსებობს შანსი, რომ საქმიანი თუ პირადი ხასიათის საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. თუ საყვარელი ადამიანების მხარდაჭერას ელით, გირჩევთ, არაფერი დაუმალოთ და მათთან ურთიერთობაში ბოლომდე გულწრფელი იყოთ.
სასწორი
თუ ბიზნესში სიფრთხილეს გამოიჩენთ და თითოეულ ნაბიჯს საგულდაგულოდ დაგეგმავთ, შეიძლება შეცდომები თავიდან აიცილოთ და რთული, წინააღმდეგობრივი სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოთ. თანდაყოლილი გამჭრიახობა დაგეხმარებათ, რომ მოქმედების სწორი სტრატეგია შეარჩიოთ.
მორიელი
თუ გსურთ, მიზანს მალე მიაღწიოთ, ინტუიციას უნდა უსმინოთ. სავარაუდოდ, იმაზე მეტ შემოსავალს მიიღებთ, ვიდრე გეგონათ. საღამოს იპოვით თანამოაზრეებს, რომლებიც გეგმების განხორციელებასა და მტკივნეული პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებიან.
მშვილდოსანით
ადამიანები, რომლებსაც ადრე თქვენი შესაძლებლობები აეჭვებდათ, მიხვდებიან, თუ როგორ ცდებოდნენ. უფრო მეტიც, შესაძლოა, საჭირო მხარდაჭერა სწორედ მათგან მიიღოთ. არსებობს კარიერული წინსვლის შანსი, მაგრამ ამისთვის ბევრი შრომა მოგიწევთ.
თხის რქა
ნუ ელით, რომ ყველაფერი თავისთავად მოგვარდება, დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. ახლობელ ადამიანთან უსიამოვნო საუბარი გელით, რომელიც ძველ საიდუმლოს ფარდას ახდის. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან. არახელსაყრელი დღეა სერიოზული გადაწყვეტილების მისაღებად.
მერწყული
ამ დღეს ყველაზე მეტად სიმშვიდის შენარჩუნება გიჭირთ და ისეთი წვრილმანებიც კი გაღიზიანებთ, რომლებსაც აქამდე ვერ ამჩნევდით. შესაძლოა, რაღაც პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნივთი დაკარგოთ. დღის მეორე ნახევარში დაუგეგმავი ხარჯებია მოსალოდნელი. სირთულეებთან გამკლავებაში ახლობელი ადამიანის რჩევა დაგეხმარებათ.
თევზები
მშვიდი და ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. თქვენ წინაშე საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდება და მიხვდებით, როგორ გადაჭრათ ახლად წარმოქმნილი პრობლემები. ამ ნიშნის ყველაზე ინიციატივიანი წარმომადგენლები შემოსავლის ახალ წყაროს იპოვიან. თქვენი ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა საგრძნობლად გაუმჯობესდეს.