,,დაბადების დღე ჰქონდა, ეს რა უბედურება დატრიალდა...“ - 29 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
1769889310
2026 წლის 2 თებერვალს ლომის ნიშანში სავსე მთვარეა. თებერვლის სავსე მთვარეს, მისი კაშკაშა და ცივი ფერის გამო, "თოვლის მთვარეს" უწოდებენ. მას ძველად ძლიერ თოვასაც უკავშირებდნენ.
ამ დღეს ადამიანები მომატებულ შფოთვასა და ემოციურობას იგრძნობენ. შესაძლოა, მცირე კამათი დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, გააქტიურდეს მანიპულაციისა და ტყუილის რისკები, მწვავე რეაქცია გქონდეთ უწყინარ ფრაზებზე და ემოციების მართვა გაგიჭირდეთ.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ დღეს შეიძლება, თავი შეგახსენოთ სხვადასხვა ვალდებულებამ, რომლებიც გვერდზე გადადეთ, კომუნიკაცია გაგიჭირდეთ და დაგეგმილი აქტივობების განხორციელება ვერ შეძლოთ. სავსე მთვარე ყოველთვის ენერგიის მომატებას იწვევს და ადამიანები სხვადასხვა საკითხის მიმართ ბევრად მგრძნობიარენი არიან. შესაძლოა, გაღიზიანება, უმოტივაციობა იგრძნოთ. ამიტომაც, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ აღნიშნულ დღეს რადიკალური გადაწყვეტილება არ მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, შედეგით მომდევნო პერიოდში განსაკუთრებით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ.
გარდა ამისა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, "თოვლის მთვარის" დროს იგრძნობთ, რომ რაღაც ეტაპი საბოლოოდ უნდა დაასრულოთ. ეს შეიძლება იყოს, პროექტი, საქმე, რომელიც ტვირთად გაწევთ, ურთიერთობა, რომელსაც ბედნიერება აღარ მოაქვს, პრობლემა, გამოწვევა, რომელიც აუცილებელ რეაგირებას ითხოვს. შესანიშნავი დროა იმისათვის, რომ ზედმეტი ვალდებულებებისაგან გათავისუფლდეთ და დახუროთ ის თავი, რომელიც უკვე დიდი ხანია, თქვენგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.
ამ დღეს კარგია, თუ სიმბოლურად განწმენდის რიტუალებს ჩაატარებთ, მაგალითად: შეგიძლიათ, ჩამოწეროთ ის, რისგანაც გსურთ თავის დაღწევა. შემდეგ კი, დაწვათ.
უმჯობესია, ეს დღე მშვიდად გაატაროთ და სამომავლო გეგმებზე იფიქროთ. ასევე, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ჩაიტარეთ თქვენთვის სასურველი გამაჯანსაღებელი პროცედურები, მოუსმინეთ მუსიკას, დაკავდით საყვარელი საქმით.
ლომის ენერგია კრეატიულობას, შემოქმედებითობას ხელს უწყობს. ამიტომ, ასტროლოგები გირჩევენ, შესაბამისი აქტივობები დაგეგმოთ...ვრცლად