დაკავებულია დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი
1765472952
2025 წლის დეკემბერში 2 სარკისებური თარიღი გვაქვს. როგორც ნუმეროლოგები ამბობენ, თითოეულ თარიღს საკუთარი ძლიერი ენერგია და უნიკალური ხასიათი აქვს. ეს დღეები სხვადასხვა კარის ორ გასაღებს ჰგავს: ერთი გზას გვიხსნის თამამი დასაწყისისკენ, ხოლო მეორე - გვეხმარება, რომ არსებული საქმეები, გამოცდილებები შევაჯამოთ და კარგი გამოცდილებაც მივიღოთ. შესაბამისად, ქვემოთ ჩამოთვლილი დღეების გონივრულად გამოყენება მნიშვნელოვანია.
სარკისებური თარიღი: 12.12.2025
ნუმეროლოგების თქმით, ეს განსაკუთრებით ძლიერი ენერგიის მატარებელი დღეა, როდესაც ნებისმიერი ახალი წამოწყება იმაზე მეტად წარმატებული იქნება, ვიდრე შეიძლება, ვიფიქროთ. მას "გაორმაგებული" ენერგიის დღესაც უწოდებენ.
რა არ უნდა გააკეთოთ ამ დღეს?
როგორც აღვნიშნეთ, სარკისებური თარიღი ადამიანებს გაორმაგებულ ენერგიასა და მოტივაციას აძლევს. თუმცა, ნებისმიერი იმპულსური, გაუაზრებელი გადაწყვეტილება შესაძლოა, განსაკუთრებით დამაზიანებელი აღმოჩნდეს.
ნუ მიიღებთ ურთიერთობებში რადიკალურ გადაწყვეტილებებს. როგორც ნუმეროლოგები ამბობენ, ამ დღეს ყურადღება უნდა გაამახვილოთ შექმნაზე და არა განადგურებაზე.
სარკისებური თარიღი: 21.12.2025
როგორც ნუმეროლოგები ამბობენ, აღნიშნული დღე ცხოვრების მნიშვნელოვანი ციკლის დასრულებასა და გარდამავალ პერიოდს აღნიშნავს. ეს არის შეჯამების, მადლიერების გამოხატვისა და მოძველებული საქმეებისა და ურთიერთობების საბოლოოდ დასრულების დღე...ვრცლად