რასმუსენი

1733153441

"საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ მზარდ ძალადობას შედეგები უნდა მოჰყვეს" - რასმუსენი

 საქართველოში განვითარებულ მოვლენებს NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი სოციალურ ქსელში აფასებს."საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ მზარდ ძალადობას შედეგები უნდა მოჰყვეს. ჩვენ გვერდში ვუდგავართ ყველას, ვინც იბრძვის დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის,"- წერს NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. 

სალომე ზურაბიშვილი

1733084031

ძალისხმევა უნდა იყოს იმისკენ, რომ საკონსტიტუციომ საარჩევნო სარჩელი განიხილოს - პრეზიდენტი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საარჩევნო დარღვევებზე შეტანილი სარჩელის განხილვა დაიწყოს. ეს ზურაბიშვილმა ქართული ქარტიის ხელმომწერ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ თქვა.ზურაბიშვილის თქმით, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უნიკალური საშუალება, გადაწყვიტოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი."რაც შეეხება იმას, საითკენ მივდივართ პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება ერთობლივად, რაც დღეს გამოიკვეთა და გამოიკვეთება მომავალ პერიოდებში, როცა ჩვენ გვექნება შეხვედრები კიდევ, არის ის, რომ ჩვენ არამხოლოდ ვრჩებით კონსტიტუციურ ჩარჩოში, მაგრამ პირველი ეტაპი და პირველი ქმედება, რაც უნდა დაიყოს და დაიწყება ამ საღამოსვე, არის ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე. საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს ხელში აქვთ უზარმაზარი და ქვეყნის ისტორიაში უნიკალური საშუალება, რომ გადაწყვიტონ ეს ძალიან ღრმა კრიზისი ქვეყნის, რომელიც არ ვიცით როგორ და საით შეიძლება წავიდეს, გადაწყვიტონ ეს კრიზისი პოლიტიკურ და კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ამის მაგივრად, საკონსტიტუციო არაფერს არ აკეთებს, მაგრამ ჯერ არც ნიშნავს სხდომას.ასე, რომ ჩვენი ძალისხმევა პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების ამ დღეებში უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა და განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი, რომელიც შეტანილია და რომლის პოზიტიურად გადაწყვეტა დაგვაბრუნებს კონსტიტუციურ ჩარჩოებში"- თქვა ზურაბიშვილმა.

ლანდსბერგისი

1733082556

"ბალტიისპირეთის 3 ქვეყანა შეთანხმდა სანქციების დაწესებაზე იმ პირების მისამართით, რომლებიც საქართველოში კანონიერი პროტესტების დახშობაზე არიან პასუხისმგებლები" - ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ბალტიისპირეთის 3 ქვეყანა [ესტონეთი, ლიეტუვა და ლიეტუვა], იმ პირების მიმართ, ვინც საქართველოში პროტესტის დახშობაზეა პასუხისმგებელი, სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა."ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა შეთანხმდა სანქციების დაწესებაზე იმ პირების მისამართით, რომლებიც საქართველოში კანონიერი პროტესტების დახშობაზეა არიან პასუხისმგებლები. ჩვენს ქვეყნებში დემოკრატიის მოწინააღმდეგეებს და ადამიანის უფლებების დამრღვევებს არ მივესალმებით", - წერს ლანდსბერგისი X-ზე. 

თავდაცვის სამინისტრო

1732881600

ერთგული ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებისა - თავდაცვის სამინისტროს 41 თანამშრომელი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ აცნობიერებენ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და დასავლელი პარტნიორების წვლილს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების განვითარების პროცესში და კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების ერთგულნი რჩებიან.„ჩვენი, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების, უმთავრესი მოვალეობა არის სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე ზრუნვა და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულება.საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მრავალი წელი წარმატებით ემსახურება ქვეყნის ეროვნული ინტერესების აღსრულებას, ერთი მხრივ – თავდაცვის ძალების აღმშენებლობით, ხოლო მეორე მხრივ – საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობით.სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცებისა და სუვერენიტეტის გამყარების უალტერნატივო გზა, ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი, რაც განმტკიცებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ეროვნული და უწყებრივი დონის ყველა კონცეპტუალური დოკუმენტით.ვაცნობიერებთ რა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და დასავლელი პარტნიორების წვლილს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების განვითარების პროცესში, ერთგული ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებისა.ვემსახურებით საქართველოს!”, – ნათქვამია განცხადებაში.განცხადებას, ამ დროისთვის, ხელს 41 თანამშრომელი აწერს.ხელმომწერები: დიმიტრი ნადირაძე - თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი2. გუცა გველესიანი - საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი3. ნათია ქადაგიშვილი - სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი4. ლანა მამფორია - საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი5. მაია აბულაძე - სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო6. თამუნა შამანაძე - საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი7. მიშა რამაზაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი8. გიორგი ბეშიძე - საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი9. გეგა ჭეიშვილი - სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო10. გვანცა ფოფხაძე - თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი11. ნინო გორგოძე - საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი12. ნინო უგრეხელიძე - საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი13. ნინო მეზვრიშვილი - საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი14. ნესტან კვეკვესქირი - საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი15. ანა ახალაია - საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი16. თეკლა მელაძე - საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი17. მაია მუშკუდიანი - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა18. გიორგი წოწორია - საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი19. ლევან ბარბაქაძე - სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო20. რუსუდან კინწურაშვილი - ადამიანური რესურსების დეპარტამენტი21. ნათია დეკანოიძე - საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი22. სალომე გორგილაძე - საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი23. მარიამ მეგრელიშვილი - სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთანურთიერთობის დეპარტამენტი24. ირინე ტერელაძე - საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი25. მაკა კევლიშვილი - სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთანურთიერთობის დეპარტამენტი26. თეკლა კალანდაძე - თავდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტი27. ნინო შანშაშვილი - ადამიანური რესურსების დეპარტამენტი28. ნანა სადუნიშვილი - საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი29 ანა კაპანაძე - სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო30.თინათინ მზარელუა - თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტი31. ელენე ჩიტიშვილი - სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი32. ეკატერინე ნადირაძე - საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი33. ნინო ვერულაშვილი - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა34. სოფიო ჯაფარიძე - კიბერუსაფრთხოების ბიურო35. მიხეილ თოფურია  - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა36. ნინო ქომოშვილი - სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი37. თამარ ისაკაძე - რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტი38. თამთა გედენიძე - საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი39. გიორგი წივილაშვილი - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა40. თემურ ბუსხრიკიძე - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 41.ანა გორგოძე – სამინისტროს ადმინისტრაცია

გიორგი გახარია

1732881420

ამ ქვეყანას უნდა მივხედოთ, ისე როგორც შეგვიძლია - გახარია

გამოფხიზლდა თუ ჯერ კიდევ ნაბახუსევზეა და სისულელეებს ლაპარაკობს? - როდესაც საუბრობენ საკითხებზე, რომლებზეც წარმოდგენა არ აქვთ, ჯერ უნდა გამოფხიზლდნენ, სითამამე მოიკრიბონ, სარკეში დადგნენ და ივარჯიშონ და მერე კიდევ ერთხელ მიიღონ ინსტრუქციები თავიანთი კერპისგან - ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე მათი ცირკის დირექტორი რანაირ განკარგულებას მისცემს,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი ქართველი ხალხის ცივილიზებული არჩევანია„გამოფხიზლდა [ირაკლი კობახიძე] თუ ჯერ კიდევ ნაბახუსევზეა და სისულელეებს ლაპარაკობს? შეშინებული მონები! ესენი ხომ არ არიან თავისი ნების გამომხატველი ადამიანები, აქამდე ხომ არ ვკადრულობდი ბევრ რაღაცას, უბრალოდ დღეს არალეგიტიმური უკანონო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან, ჩვენ ყველანაირი თავისუფლება გვაქვს და ყველაფერს საკუთარ სახელს ვარქმევთ. ახლა უკან დახევა სცადეს, რაღაც ახსნები, რაღაც ულაპარაკია, ჯერ ევროკავშირმა მიგვიღოსო, მოაწეროს ხელიო და მერე ჩვენც მოვაწერთო.საქართველოს ევროპული მომავალი ქართველი ხალხის ცივილიზებული არჩევანია, ჩვენ იქ მივდივართ, ისინი კი არ მოდიან. ჩვენი ფასეულობა ყოველთვის არის ღირსებასთან, ოღონდ ნამდვილ ღირსებასთან, ისეთ ღირსებასთან კი არა მაგათ რომ ჰგონიათ, ფული ჰგონიათ მაგათ ღირსება, მათი ღირსება ძალადობა და ტყუილები გახდა, დღისით რომ ატყუებენ ერთმანეთს, ჰგონიათ, რომ საქართველოს მოქალაქეებსაც ასე უნდა ელაპარაკონ.ამიტომ როდესაც საუბრობენ საკითხებზე, რომლებზეც წარმოდგენა არ აქვთ, ჯერ უნდა გამოფხიზლდნენ, სითამამე მოიკრიბონ, სარკეში დადგნენ და ივარჯიშონ, ცოტა უფრო მეტი და მერე კიდევ ერთხელ მიიღონ ინსტრუქციები თავიანთი კერპისგან. ეს ის ხალხია, რომელიც დღეს, რომ ერთ განცხადებას გააკეთებს, შეუძლიათ ხვალ გამოვიდნენ და საპირისპირო თქვან, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ მათი ცირკის დირექტორი რანაირ განკარგულებას მისცემს. დღეს ასეთი განკარგულება მიიღო, ხვალ შეიძლება სხვა რაიმე თქვას, ზეგ შეიძლება თქვან, რომ მე ეს კი ვთქვი, მაგრამ სხვა რამე ვიგულისხმეო. როდემდე შეიძლება ამ ცირკში ვიყოთ? ამ ქვეყანას უნდა მივხედოთ, ისე როგორც შეგვიძლია.ეს სისულელეები რასაც ახლა ბოდავენ, როდემდე შეიძლება ამათი კომენტირება, როდემდე უნდა იყოს ტყვეობაში ქვეყნისა და ახალგაზრდების მომავალი. მერე საღამოს წავლენ დათვრებიან, ერთმანეთს გაამხნევებენ, ერთმანეთს ეტყვიან, რომ მაგარი ბიჭები არიან, მერე დილით მოვლენ და წაშლილი სახეებით ერთსაათიან ბრიფინგს ჩაგვიტარებენ. ეს ყველაფერი სასაცილოა და დასამთავრებელია. სამი პირობა შესრულადო და ახლა მეოთხე პირობის შესასრულებლად ველოდებით თუ როდის დამთავრდება უკრაინაში ომიო, თითქოს, უკრაინაში ომის დამთავრება კობახიძეზე ან ივანიშვილზე იყოს დამოკიდებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრაიმ ტაიმი

1732879023

"პრაიმ ტაიმი" გმობს კოლეგებზე ძალადობას

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს კოლეგებს სხვადასხვა მედიასაშუალებიდან, მათ შორის, რამდენიმემ მიიღო მძიმე დაზიანება."პრაიმ ტაიმი" კატეგორიულად გმობს ჟურნალისტების მიმართ მსგავს ქმედებას და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ.მიუღებელია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა.ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლება ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული და დემოკრატიული ღირებულებაა. ამიტომაც განუხრელად ვუჭერთ მხარს ქვეყნის სვლას ევროკავშირისკენ!

იოსელიანი

1732868656

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს

შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გარდა აქციის ძირითადი ლოკაციისა, გავრცელებულ ვიდეოკადრებში აშკარად ჩანს, რომ პოლიცია ახორციელებს აქციის მონაწილეების დევნას შეკრების ადგილიდან დაშორებით, რაც მიანიშნებს სავარაუდო შურისძიებისა და დაშინების მიზანზე.„29 ნოემბრის დილის 02:00 საათიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტიურად დაიწყო საპოლიციო ღონისძიებების გატარება, დიდი რაოდენობით ადამიანური საპოლიციო ძალებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით.შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები.ვიდეოკადრებში და გავრცელებულ ინფორმაციაში ცალსახად ვლინდება მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს, მომიტინგეების, მათ შორის პოლიტიკოსების, ასევე ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ სპეციალური საშუალებების უსაფუძვლო გამოყენების არაერთი ეპიზოდი, სავარაუდო უსაფუძვლო დაკავების შემთხვევები, ძალადობის პირდაპირი განზრახვა და მიზანმიმართული დევნა.გარდა აქციის ძირითადი ლოკაციისა, გავრცელებულ ვიდეოკადრებში აშკარად ჩანს, რომ პოლიცია ახორციელებს აქციის მონაწილეების დევნას შეკრების ადგილიდან დაშორებით, რაც მიანიშნებს სავარაუდო შურისძიებისა და დაშინების მიზანზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან გამოხატული დანაშაულებრივი ქმედებები სავარაუდოდ წახალისებულია იმით, რომ ისინი სარგებლობენ ფაქტობრივი დაუსჯელობის გარანტიებით.„ცალკე ყურადღებას იმსახურებს ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და სისასტიკის ხარისხი, მათი ტექნიკის სავარაუდო მიზანმიმართული დაზიანება, რაც წარმოადგენს ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემცველ ქმედებებს და ხელს უშლის მათ პროფესიულ საქმიანობაში.სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან გამოხატული დანაშაულებრივი ქმედებები სავარაუდოდ წახალისებულია იმით, რომ ისინი სარგებლობენ ფაქტობრივი დაუსჯელობის გარანტიებით. აღნიშნული კი განპირობებულია რაზმის წევრების საიდენტიფიკაციო ნიშნებისა და სამხრე კამერებით აღჭურვის ვალდებულების არარსებობით, წინა აქციების დროს მოძალადე პირების დაუსჯელობითა და სხვა. ნიშანდობლივია, რომ საიდენტიფიკაციო ნიშნების აუცილებლობაზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს და ნების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის უზრუნველყოფა არ უნდა საჭიროებდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებულ ძალისხმევას. საგულისხმოა, რომ ამ საკითხზე მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაშიც“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ოცნება

1732866270

“ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს “საქართველო წყვეტს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით“

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს “საქართველო წყვეტს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდის “სინამდვილეში“ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სინამდვილეში, ხელისუფლებამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ზედმიწევნით მიჰყვება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების 90% შესრულებული ექნება.“ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს “საქართველო წყვეტს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით“.სინამდვილეში, ხელისუფლებამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ზედმიწევნით მიჰყვება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების 90% შესრულებული ექნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აქცია

1732864840

მედიაომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, 2024 წლის 28 და 29 ნოემბერს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ.მისივე ცნობით, მედიის წარმომადგენლებს ასევე სასტიკად უსწორდებოდნენ აღნიშნული დანაშაულების დაფიქსირების პროცესში.„სახელმწიფოს წარმომადგენლები არბევდნენ აქციის მონაწილეებს. მედიის წარმომადგენლებს ასევე სასტიკად უსწორდებოდნენ აღნიშნული დანაშაულების დაფიქსირების პროცესში.ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დასჯადი ქმედებაა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია დროულად გამოიძიოს გამოვლენილი დანაშაულები.ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია შესაძლოა არასრული ჩამონათვალი აღმოჩნდეს. სია განახლებადია:გურამ როგავა, “ტელეკომპანია ფორმულა” - ნიღბიანმა სპეცრაზმელმა პირდაპირ ეთერში თავში ჩაარტყა, დაასისხლიანა და ძირს დააგდო;ალექსანდრე ქეშელაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” - დააკავეს, სცემეს სახისა და თავის არეში, წაართვეს სამუშაო აპარატურა;დავით ცაგარელი, ონლაინგამოცემა “რადიო თავისუფლება” -პირდაპირ ეთერში ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცელში ჩაარტყა და ძირს დააგდო;მარიამ ნიკურაძე, ონლაინგამოცემა “OC Media” - სპეციალურად მიუშვირეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, დაუზიანდა კამერა, რამდენჯერმე გააგდებინეს ტელეფონი;ნანუკა ქაჯაია, “ტელეკომპანია პირველი” - წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს;დავით ბიჭიკაშვილი, “ტელეკომპანია პირველი” - გაუსწორდნენ სპეცრაზმელები;გიორგი შეწირული, “ტელეკომპანია პირველი” - სპეცრაზმელებმა წააქციეს და წიხლებით შედგნენ;ანა მდივანი, “ტელეკომპანია პირველი” - სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;ნიკო კოკაია, “ტელეკომპანია პირველი”-სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ორჯერ გახდა სპეცრაზმელების სამიზნე;გივი ავალიანი, ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთი” „ბათუმელები” - პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;ნათია ამირანაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” - გააგდებინეს ტელეფონი და არ მისცეს მუშაობის საშუალება;გიორგი გოგუა, “პროექტი 64”-პოლიციელებმა წიხლები ურტყეს;ირაკლი მანაგაძე, ონლაინგამოცემა” ექსპრესნიუსი”- სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა;დავით ბეჟანიშვილი, პირველი არხი - გავრცელებული ინფორმაციით, ოპერატორმა გადაღებისას მიიღო დაზიანება;დეა მამისეიშვილი, „მთავარი არხი” - დაშავდა აქციის გადაღებისას;გიორგი გოგინაშვილი, “მთავარი არხი”- დაშავდა აქციის გადაღებისას;იულია კალაბანო - JAMnews-ის ფოტორეპორტიორი, - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფოტოებს რომ იღებდა, პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს დაარტყეს წიხლი;მინდია გაბაძე - ონლაინგამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს;ნინო წვერავა, “სტუდია მონიტორი” - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს;ნინო შუბითიძე, “სტუდია მონიტორი” - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა გერმანელი ჟურნალისტი.„გერმანელი ჟურნალისტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებდა. გავრცელებულ ფოტოში ჩანს, რომ დაზიანებები მას თვალის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის, ორგანიზაცია აზუსტებს ინფორმაციას უცხოელი ჟურნალისტის თაობაზე.მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს აქციის მონაწილეებსა და მედიაზე თავდასხმა.მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება და დროულად გამოავლინოს სასტიკი დანაშაულების ჩამდენი პირები.მედიაომბუდსმენი მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია

საგარეო

1732861320

საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომელთა განცხადებას, რომლებიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან, ამ დროისთვის ხელს 100 პირი აწერს

საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომელთა განცხადებას, რომლებიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან, ამ დროისთვის ხელს 100 პირი აწერს.უწყების აღნიშნული თანამშრომლების შეფასებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს.„ჩვენი, როგორც დიპლომატების, უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. წლების განმავლობაში, ქართული დიპლომატია მიმართავდა სრულ ძალისხმევას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად, რაც ქართველი ხალხის ნება და ისტორიული არჩევანია.დღევანდელი განცხადება, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს.ევროკავშირის გაფართოების ტალღა, რომელიც საქართველოსთვის უპრეცედენტო ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს - დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენებით არის განპირობებული. ქვეყნის მიერ ამ შესაძლებლობაზე ცალმხრივად უარის თქმა, გამოიწვევს ნეგატიურ სტრატეგიულ შედეგებს. ამასთან, შესაძლებელია, რომ მსგავსი ხელსაყრელი გარემოება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით, აღარ შეიქმნას. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის გაჩერება გამოიწვევს ქვეყნის იზოლაციას. დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, საქართველო პირისპირ რჩება იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც განსაკუთრებით გაძლიერებულია საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე პროცესების ფონზე.მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.ჩვენ ერთგული ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი.ინფორმაციისთვის, განცხადება ღიაა და ხელმომწერი პირების რაოდენობა მზარდია“, - ნათქვამია განცხადებას, რომელსაც ხელს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები აწერენ.

ასტროლოგიური პროგნოზი

1732822260

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)დღეს ენერგიულად იგრძნობთ თავს და გაძლიერდება შემოქმედებითი პოტენციალი. სამუშაოსა და პირად ცხოვრებაში წინსვლა მოსალოდნელია, მაგრამ ყურადღებით იყავით, რომ არ გადააჭარბოთ.კურო (20 აპრილი - 20 მაისი)თქვენი ემოციები დღეს შესაძლოა გაღრმავდეს. ოჯახთან ან საყვარელ ადამიანთან დროის გატარება სასიამოვნო შედეგს მოგცემთ. ფულის ხარჯვისგან თავის შეკავება უმჯობესია.ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)დღეს კომუნიკაციის დღეა! ახალი ნაცნობობა ან წარსული ურთიერთობების განახლება წარმატებას მოგიტანთ. იყავით გულწრფელი, მაგრამ დიპლომატიური.კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)დღეს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე ფოკუსირება მოგიწევთ. ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ გრძნობებს საქმეში არ ჩაერიოს.ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)თქვენი პირადი მიზნები და იდეები დღეს წინ წაწევას შეძლებენ. იყავით ყურადღებით, რომ პარტნიორულ ურთიერთობებში ბალანსი შეინარჩუნოთ.ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)დღეს თქვენთვის დასვენება და შიდა ჰარმონიის პოვნა მნიშვნელოვანია. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი პროექტი, მაგრამ სასურველია ჯერ გეგმების დეტალურად გაანალიზება.სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)სოციალური აქტივობები წარმატებული იქნება. ჯგუფური მუშაობა და მეგობრებთან დროის გატარება პოზიტიურ ენერგიას შემატებს.მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)საქმიან სფეროში დღეს წინსვლის შანსი გამოჩნდება. იყავით მტკიცე და კონკრეტული მიზნების მიღწევის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ.მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)დღეს მოგზაურობის ან სწავლების შესაძლებლობა თქვენს გეგმებში შეიძლება გაჩნდეს. იყავით გახსნილი ახალი იდეებისა და კულტურებისთვის.თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)ფინანსურ და პირად საკითხებზე დღეს მეტი ყურადღების მიქცევა მოგიწევთ. პატარ-პატარა დეტალების გათვალისწინება წარმატებას მოგიტანთ.მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)ურთიერთობებზე ფოკუსირება უმთავრესი იქნება. ახლო მეგობრები ან პარტნიორი შეიძლება თქვენი მრჩევლები და მხარდამჭერები გახდნენ.თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)დღეს სამუშაო საკითხებში ახალი იდეები და შემოქმედებითი მიდგომები წარმატებას მოგიტანთ. იყავით ღია ცვლილებების მიმართ.

შეხვდრა

1732810620

ორბელიანების სასახლეში საგანგებო შეხვედრა გაიმართა - პრეზიდენტი ელჩებთან შეხვედრის შემდეგ საგანგებო განცხადებას გააკეთებს

პრეზიდენტის სასახლეში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეიკრიბნენ. ორბელიანების სასახლეში მივიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიც.პრეზიდენტმა დიპლომატებთან საგანგებო შეხვედრა მას შემდეგ ჩანიშნა, რაც საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი ჩაატარა. პრეზიდენტი ელჩებთან შეხვედრის შემდეგ , საგანგებო განცხადებასაც გააკეთებს.