ჰოლანდიაში მაკიაჟის ცნობილი ბლოგერი ტრანსგენდერი აღმოჩნდა

16:40 01-14-2020
2

ჰოლანდიაში მაკიაჟის ცნობილმა ბლოგერმა ნიკი დე იაგერმა განცხადა, რომ ტრანსგენდერია. მან ვიდეო, NikkieTutorials გამოუშვა.

მისივე თქმით, ის შეცდომით „სხვა სხეულში“ დაიბადა.

„ვერ ვიჯერებ, რომ ამას დღეს ყველას გეუბნებით, მთელ მსოფლიოს, მაგრამ ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რომ როგორც იქნა, ამას ვაკეთებ. დროა, ვიყო მართლა თავისუფალი“, - აცხადებს ნიკი დე ჯაგერი.

მან პოპულარობა 2015 წლიდან მოიპოვა. მის ბლოგს 12,7 მილიონი გამომწერი ჰყავს.