Euractiv - ევროპარლამენტის ივნისის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჯაშუშობისა და უცხოური ჩარევის ბრალდებებმა "დატბორა" ევროპარლამენტის ბოლო პლენარული სესია

Euractiv - ევროპარლამენტის ივნისის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჯაშუშობისა და უცხოური ჩარევის ბრალდებებმა "დატბორა" ევროპარლამენტის ბოლო პლენარული სესია

ჯაშუშობისა და საგარეო ჩარევის სკანდალები, ევროკავშირის არჩევნებამდე, საჯარო დებატებს იწვევს, - ამის შესახებ Euractiv წერს.

"ევროპარლამენტის ივნისის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჯაშუშობისა და უცხოური ჩარევის ბრალდებებმა "დატბორა" ევროპარლამენტის ბოლო პლენარული სესია. "კატარგეიტმა", "რაშაგეიტმა", და ახლა უკვე "ჩაინაგეიტმა", შეძრეს ევროპარლამენტის ბოლო პლენარული სესია და ევროპარლამენტარებს შორის მცირე პანიკაც დათესეს", - წერს Euractiv.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის ეთიკის ორგანოს შექმნას. როგორც ევროპარლამენტარები განმარტავენ, დოკუმენტის მიზანი არჩეული ან დანიშნული პირების მხრიდან სამართალდარღვევების აღკვეთაა.