VIDEO: „ჩამოვარდა ჩემი ფინანსური მდგომარეობა იმ დონეზე, რომ ჩემი და მიხდიდა შუქის ფულს...“ - სტეფანე

სტეფანე

დათო გორგილაძესთან ინტერვიუში სტეფანემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი ფინანსური პრობლემები შეექმნა 2015 წლის შემდეგ:

„ბოლოს ჩამოვარდა ჩემი ფინანსური მდგომარეობა იმ დონემდე, რომ შუქის ფულს ვერ ვიხდიდი და ჩემი და მიხდიდა… ისეთი გიჟი ვიყავი, რომ „მერსედესის“ ბოლო გამოშვება ვიყიდე. მარტო მე მყავდა ეს მოდელი. მქონდა დაგროვებული რაღაც ფული და მერე შუქის ფულს ვერ ვიხდიდი.

2015 წელი იყო და ზუსტად 20 ლარი მქონდა, ჩემი შვილი მაშინ იყო 7 წლის, რაღაც მთხოვა, ვუყიდე და ბენზინის ფული არ მქონდა. ეგ იყო და ეგ, როცა ტვინი გადამიტრიალდა. გავყიდე ახალი მანქანა ნახევარ ფასად, ამით გავარემონტეთ მაიას აპარტამენტები ლესელიძის ქუჩაზე, რომელსაც ვაქირავებდით, მე და მაიამ ჰოსტებად გავატარეთ ეს პერიოდი.

ჩემს თავს ვუთხარი, რა შემეძლო მეკეთებინა და დავუბრუნდი მუსიკას. ამიტომ ვისაც ჰგონია, რომ ფულის დაგროვება შემიძლია, ასე არ არის…“