„გლეხები, მონები...“ - ჟირინოვსკი წითელ მოედანზე ბღუჯა ფულით გამოჩნდა (ვიდეო)

21:55 01-06-2020
375

რუსეთის დუმის ოდიოზური დეპუტატი ვლადიმერ ჟირინოვსკი მორიგ სკანდალში ეხვევა. მისმა პარტიამ სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერის რეჟიმში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ის წითელ მოედანზე საახალწლო ბაზრობაზე მივიდა და ხალხს 1000-მანეთიანი კუპიურებით ფული დაურიგა.

თუმცა, ეს სულაც არ არის მთავარი. მთავარი ამ შემთხვევაში მისი თანმხლები ტექსტია:

„ბავშვები, ინვალიდები, კიდევ ვინ? ობლები, გლეხები, მონები“ - ამბობდა ფულის დარიგების დროს ჟირინოვსკი.