​თბილისის მერია საახალწლო ვიდეორგოლში125 ათას ლარს გადაიხდის

13:46 12-04-2019
300

თბილისის მერია 2020 წლის დადგომას მოსახლეობას ვიდეოკლიპით მიულოცავს. კლიპის გადაღება-დამზადება 125 ათასი ლარი ჯდება. გასული წლების მსგავსად მომსახურება უტენდეროდ განხორციელდება.

„თბილისის მერია მუდმივად ზრუნავს დედაქალაქის მოსახლეობაზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საახალწლო განწყობის შესაქმნელად, გარდა ქალაქში მერიის სხვადასხვა სამსახურების მიერ ჩატარებული სამუშაოებისა, მოსახლეობას დამდეგი ახალი წელიც მიულოცოს“,- აღნიშნავს თბილისის მერიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო.