ძალიან კარგი ბავშვი იყო, თავი ჩამოუხჩვია - გელა დაიაური

19:18 12-01-2019
1720

ხევსურეთში, ლიქოკის ხეობაში, ახალგაზრდა გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, 2001 წელს დაბადებული ელისაბედ ლიქოკელი  მშობლებთან და და-ძმასთან ერთად ჭალისოფელში ცხოვრობდა. გოგონამ თავი 2 დღის წინ ჩამოიხჩო. 

მომღერალმა გელა დაიაურმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, თუ რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი. 

„ძალიან კარგი ბავშვი იყო, ის მშობლებთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი არ ვიცი. სოფელში, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, როგორც ვიცი, სულ ორი ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის - ლიქოკელები. მომხდარზე სხვა არაფერი ვიცი“ - ამბობს გელა დაიაური.