დაპირისპირება ქუთაისში - „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ცოცხები და კვერცხები ესროლეს

19:57 11-29-2019
1058

ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ცოცხები და კვერცხები ესროლეს, კარზე კი საღებავით „საქათმე“ დააწერეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ამით მათ ცხრაწლიანი მმართველობა შეახსენეს.

„გამოდით ქათმებო საქათმეებიდან“ - ასე სკანდირებენ აქციის მონაწილეები „ნაციონალების“ ოფისთან.

width=600

width=600

„სადაც უნდა ვიყო, „ნაციონალებს“ არ მივცემთ უფლებას, რომ ხმა აიმაღლონ. ისინი არიან პატრიარქის შემაგინებლები. დავიღალეთ ამ ხალხით. ამათ ხმა არ აქვს ამოსაღები, - აცხადებს „ნაციონალების“ ოფისთან მისული „ქართული ოცნების“ აქტივისტი და ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი, ირაკლი ცხვედიანი.

ამ წდრომდე ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან „ქართული ოცნების“ წევრები მხარდამჭერებთან ერთად რჩებიან.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

 

ავტორი: თეონა აბესაძე