თუ ვინმე მალულად შევიდა, გამოვათრევთ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

11:21 11-18-2019
127

პარლამენტის შენობაში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს არ უშვებენ. აქციის მონაწილეები მათ შეძახილებით, „მონებო“, „ვირთხებო“ აცილებენ.

აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილიც. მისი თქმით, თუ რომელიმე დეპუტატი პარლამენტში მალულად შევა, იქიდან „გამოათრევენ“.

„ისინი იმიტომ მოდიან, რომ პროვოკაცია მოაწყონ. როგორც მოხდა 20 ივნისს. ზუსტად იმ სცენარის გამეორება უნდათ ახლაც. არავის არ მივცემთ უფლებას, თუ მალულად ვინმე შევიდა, გამოვათრევთ იქიდანაც. ეს არის ხელიდან წასული გახრწნილი ხელისუფლება“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები მისვლას იწყებენ. აქტივისტები კი დეპუტატებს შენობაში არ უშვებენ.