„ბიო ჰქონდა მოწეული...“ - თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

21:59 11-17-2019
11479

35 წლის ლევან აბაშიძეს, რომელსაც „ტაისონას“ მეტსახელით იცნობენ, მკვლელობამდე სავარაუდო ბიონარკოტიკი ჰქონდა მიღებული,- ამის შესახებ „პრაიმტაიმს“, ატენის ქუჩაზე მოკლულების ერთ-ერთმა მეზობელმა უთხრა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული ვერსია ადგილზე მყოფი საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებისგან მოისმინა.

„ასე თქვეს, ბიო ჰქონდა მოწეულიო, როგორც ჩანს გამოკითხეს ვიღაცეები და ამაზე დაყრდნობით ითქვა ეს ამბავი“,- ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

ლევან აბაშიძე წარსულში ნასამართლევი იყო, თუმცა, ვერ აკონკრეტებენ, რა ბრალდებით იყო ის დაკავებული.

ტრაგედია ატენის ქუჩაზე დღეს მოხდა. მოკლულია 60 წლამდე ქალი ირინა გედევანიშვილი და ასევე მისი ქალიშვილი თამარ აბაშიძე. გარდაცვლილია ლევან აბაშიძე.