ქართველი ექიმი არ აღიარებს რომ „საზღვარი გადაკვეთა“ და ამბობს, რომ ქართულ მიწაზე იმყოფება

16:48 11-16-2019
373

გორის სამედიცინო ცენტრის ექიმი დავით ღვინიაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალის იზოლატორიდან 15 ნოემბერს გათავისუფლებული მოქალაქეების ინფორმაციით,  რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებს საზღვრის კვეთას და ამბობს, რომ იმყოფება ქართულ მიწაზე და სწორედ ამის გამო ჰყავს დაკავებული.  ამის შესახებ ინფორმაცია qartli.ge-მ გაავრცელა 

ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.

„გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით საზღვრის უკანონო კვეთა დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.