ტორნადოს მსხვერპლი მოჰყვა ოკლაჰომას შტატში - არიან დაშავებულები

ტორნადო

ოკლაჰომას შტატში ტორნადოს შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ქარბორბალამ ერთდროულად ამერიკის რამდენიმე შტატს გადაუარა. სტიქიამ ოკლაჰომაში 40 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.

ათობით შენობა დააზიანა ტორნადომ მიჩიგანის შტატშიც, სადაც 30 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის შედეგად შტატში მდებარე „ფედექსის“ შენობა ნაწილობრივ დაინგრა, ნანგრევებში კი 50-მდე ადამიანია ჩარჩენილი. მაშველები მათ გამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ.