„ვეღარ მოვასწარი, დინებამ გაიყოლა...“ - ადიდებულმა კავთურამ, მამას შვილი თვალწინ გასტაცა

კასპი

კავთისხევში ამ დრომდე ეძებენ დაკარგულ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ადიდებულმა მდინარე კავთურამ გაიტაცა. ტრაგედიის თვითმხილველი დაკარგულის მამაა, რომელსაც შვილი ადიდებულმა მდინარემ თვალწინ გასტაცა:

ხმაურზე გავიქეცი და მანქანა უკვე ამოტრიალებული იყო, წყალი გადადიოდა ზედ. შევედი, კარები გააღეთო ჩემი ბიჭი იძახდა, მარტო ცხვირიღა უჩანდა, დანარჩენი წყალში იყო. გავაღე კარები, ვერც ვაღებდი, პატარაზე გამოვწიე, მეზობლის ბიჭი მომაწვა და ამოვიყვანე როგორც იყო, სანამ მივტრიალდი, ხელით იყო მოკიდებული მანქანის ძირზე, რომ მოვტრიალდი ხელი აღარ ეკიდა უკვე, ვეღარ მოვასწარი, როგორ გაიტაცა, დინებამ გაიყოლა“, - ამბობს დაკარგულის მამა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.