„შვიდ მაისის წვიმაო, თავზე დამედინაო...“- რატომ ელოდებოდნენ ქალიშვილები 7 მაისს „ბედნიერების წვიმას“

 ლეგენდა 7 მაისის წვიმაზე ტიფლისში

7 მაისის წვიმას ქართველები, ტრადიციულად, „ბედნიერების წვიმას“ ეძახდნენ. ჩვენ წინაპრებს სჯეროდათ – თუ ამ დღის წვიმით დასველდებოდნენ, ბედნიერები იქნებოდნენ.

დღეს 7 მაისია! ამ დღეს თბილისში, თითქმის ყოველთვის წვიმს - არც წლევანდელი წელი დარჩა გამონაკლისი.

თბილისური ტრადიციის მიხედვით, 7 მაისს თბილისში თუ არ იწვიმებდა, ეს ავის მომასწავებელ ნიშნად მიიჩნეოდა. არავინ იცის, კონკრეტულად საიდან იღებს სათავეს აღნიშნული ტრადიცია და რატომ აირჩია ქალაქის მოსახლეობამ მაინცდამაინც 7 მაისი.

ბევრი ლეგენდა გვსმენია ტიფლისის შესახებ, მაგრამ ეს უჩვეულო და საინტერესო ამბავია. ბევრ ახალგაზრდას ბებია-ბაბუებისგან სმენია ამ ამბის შესახებ. ძველად ტფილისში ასეთი ჩვეულება იყო:

ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანზე და ეზოებში. მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცისკენ იმზირებოდნენ. საინტერესოა რატომ? პასუხი ძალიან საინტერესო და უცნაურია:

7 მაისს ტიფლისში აუცილებლად იწვიმებს! ალბათ იკითხავთ ეს ხომ წვიმაა, უბრალოდ წვიმა. არა მეგობრებო, ეს სულ სხვაა წვიმაა! წვიმა რომელსაც თავის ისტორია აქვს და რომელმაც დროს გაუძლო. არსებობდა ასეთი რწმენა, ტრადიცია, რომ 7 მაისს საღამოს უნდა მოსულიყო ბედნიერების წვიმა! ქალიშვილების წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშრო. ასეთ საინტერესო ისტორიას ავრცელებს „ტფილისის ჰამქარი“: ეს ის დღეა, როცა ტექსტი და ისტორია მეორდება!

ტფილისში ასეთი ჩვეულება იყო: ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანზე და ეზოებში. მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცისკენ იმზირებოდნენ.

არსებობდა ასეთი რწმენა, რომ 7 მაისს საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა! ამიტომ ამ წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშროთ. ვისაც მიამიტური ტფილისი გიყვართ, დღეს თქვენთვის იწვიმებს!”.


გარდა იმისა, რომ ჩვენი წინაპრები შვიდი მაისის წვიმას ბედნიერებას უკავშირებდა, მას ასევე სამკურნალო თვისებასაც მიაწერდნენ. თვლიდნენ, რომ თუ ამ დღეს, წვიმის წყლით თავს დაიბანდნენ, თმა გაიზრდებოდა და გაჯანსაღდებოდა.

7 მაისის წყალი, სხეულის მოსავლელად მიღებულ ხალხურ ჰიგიენურ საშუალებათა შორის, ერთ-ერთი უძველესია წვიმის წყალი.

ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, წვიმის წყალი, როგორც დასაბანად, ასევე გასარეცხად გამოიყენებოდა. რიგ შემთხვევაში, მას უპირატესობას ანიჭებდნენ, სხვა წყალთან შედარებით.

მაგ. „გურიაში თავის დასაბანად ჭის წყალს არ ხმარობდნენ, მეტადრე დიხაშხოს ჭისას, ვინაიდან ასეთი წყალს შაბი ახლავს, კანს და თმას ავნებს. ამიტომ თავის დასაბანად ხმარობენ მდინარის, საცივის ან წყაროს წყალს, ვინაიდან მასში არ არის, არავითარი უხეში ქიმიური ნივთიერება.

წყალს, ფართო გამოყენება ჰქონდა მთელ საქართველოში. განსაკუთრებით კი, აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც წყლის ნაკლებობა იყო.

უძველეს ქართულ სამედიცინო წიგნში „უსწორო კარაბადინი“ ( XI ს.) აღნიშნულია წვიმის წყლის დადებითი თვისებები:

წყალი წვიმისა სხვის წყლისაგან უფრო რბილია და ნედლი. ანალოგიური მოსაზრება მოცემულია ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ნაშრომში (XVI სს).

ვახტანგ მეექვსე კი, წვიმის წყალს - „ტანის გასათეთრებელ წყალს“ უწოდებს,რადგანაც იგი შედის მალამოს შემადგენლობაში.

წვიმის წყალს სასმელადაც იყენებდნენ. მაგალითად, გარეჯის უდაბნოში. ეს ადგილობრივი კლიმატური პირობებით იყო გამოწვეული. ხალხის რწმენით წვიმის სახელზე გამორჩეული დღეც არსებობდა - შვიდი მაისი, რაც ხალხურ ლექსებშიც არის ასახული:

„შვიდ მაისი წვიმაო, თმა კოჭებამდინაო.
შვიდ მაისის წვიმაო, თავზე დამედინაო.
შვიდ-შვიდი ნაწნავი თმა თავზე დამეფინაო...“

შვიდ მაისს სცოდნიათ ახალმოკრეფილი ყველანაირი ბალახებითა და მცენარეთა ფოთლებით შეზავებული და გამთბარი წყლის გამოყენება, როგორც თმის, ასევე სხეულის დასაბანად.

ამ დღე შვიდი სახის ბალახ-ყვავილის მოგროვებაც სცოდნიათ. ასეთი სახის ნამზადი წვიმის წყალი გამოიყენებოდა ქალური და რევმატული დაავადების სამკურნალოდ.

არ არის ცნობილი ყველა ის მცენარე თუ ბალახი, მაგრამ რიგ შემთხვევაში დასტურდება კაკლის ფოთლების გამოყენება, ასევე ჟოლოს ფოთლის საფენი, ყელის ტკივილის, ყბაყურის და ყივანახველის სამკურნალოდ.

ჯანმრთელობისათვის ღოლოს და ბალბის მხალიც სამკურნალო ყოფილა.მთხრობელები აღნიშნავენ, რომ „შვიდმაისის წყალში ბალღსაც გავბანდით, ჯანი მოემატებაო, თუ ავადმყოფი გვყავდა, ისიც უნდა დაგვებანა, აუცილებლივ მორჩებოდა“.