„შემეცოდა პატრიარქი!“ - გიორგი გაბუნია (ვიდეო)

10:26 11-04-2019
1092

„მთავარი“ არხის ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გუშინ „პოსტ ფაქტუმის“ ეთერში საპატრიარქოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე ისაუბრა.

მონოლოგში გიორგი გაბუნიამ თქვა, რომ ის ფორმა, რომლითაც პატრიარქს სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ მიუღებელი იყო.

„რაც უფრო დიდხანს ვუსმენდი პატრიარქზე თავდასხმებს, მით უფრო მეტხანს ვხვდებოდი ერთ რამეს, რომ შემეცოდა პატრიარქი. ილია მეორე ვიცი სუსტად გამოიყურება, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ ის არ არის ერთი უსუსური მოხუცი, რომელიც ვერ ხვდება რას აკეთებს. პატრიარქობასთან ერთად ის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც ასე მარტივად არავის დააჩაგვრინებს თავს. კიდევ უფრო მეტად ჩვენი საკუთარი თავი შეგვეცოდა. ამ დღის ბოლოს შიგნით, რაღაც საშინლად დიდი და ყრუ სიცარიელე ვიგრძენი. არა იმიტომ, რომ პატრიარქს ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულად დიდი ადგილი ეჭირა. მასთან მიმსახურია კიდეც, როგორც სტიქაროსანს, მაგრამ ეს არ იყო მიზეზი. არც მეუფე პეტრეს ბრალდებები იყო მოულოდნელი, რადგან ასეთი ჭორები ადრეც მქონდა გაგონილი. არც ის გამკვირვებია, რომ შესაძლოა სამღვდელოებაში ჰომოსექსუალები იყვნენ, რა თქმა უნდა, არიან, ისევე როგორც საერო პირებში. მივხვდი, რომ რაღაც უფრო დიდი მაწუხებდა. წლებთან ერთად ყველა გმირს ვკარგავთ, ან ჩვენივე ხელით ვანადგურებთ, აღარ გვრჩება არაფერი წმინდა და მუდმივი“ - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილიას მეორეს დაუპირისპირდა. მეუფე პეტრეს თქმით, მისი მღვედლმთავრობიდან გადაყენების მიზეზი საქართველოს ეკლესიაში მამათმავლობის მხილება გახდა.