სასამართლომ ლევან ჯიქურის საქმეზე ცალკე წარმოების შუამდგომლობა დააკმაყოფილა

13:00 10-21-2019
21

ლევან ჯიქურის ადვოკატმა ალექსანდრე ზუბიაშვილმა საქმის ცალკე წარმოებაზე შუამდგომლობა დააყენა რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ადვოკატის თქმით, 20 ივნისის საქმე მრავალპირიანი პროცესია და ის დიდხანს  გაგრძელდება. გარდა ამისა, განსხვავებულია ჯიქურის და სხვა ბრალდებულების პოზიციაც. ჯიქურმა წინა სასამართლოზე ბრალი ნაწილობრივ აღიარა.

რაც შეეხება ჯიქურის ჯანმრთელობას, ადვოკატის თქმით, მას დახმარება სჭირდება და ამისათვის გახსნიან სპეციალურ ანგარიშს. ადვოკატი ​ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, დაეხმარონ ლევან ჯიქურს.

წინა სასამართლო სხდომაზე 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ლევან ჯიქურის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.