როგორ უნდა დაიცვათ თქვენი იღბალი და ენერგეტიკა ფენ-შუის სპეციალისტების რჩევები
1715008187
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მხარი დაუჭირა სორბონის უნივერსიტეტში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
„საფრანგეთს და გერმანიას ერთად სურთ, ევროპა ძლიერი დარჩეს. თქვენი სიტყვა შეიცავს კარგ იმპულსს ამის მისაღწევად. ჩვენ ერთად წავწევთ წინ ევროკავშირს პოლიტიკურად და ეკონომიკურად. მხარს ვუჭერთ სუვერენულ და ინოვაციურ ევროკავშირს. გაუმარჯოს ევროპას!’’, - წერს შოლცი სოციალურ ქსელში.
მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, სორბონის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპამ უნდა გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები და აჩვენოს, რომ ამერიკის ვასალი არ არის.