პოლონეთის მთავრობამ ფერმერებისთვის ფინანსური დახმარების გეგმა დაამტკიცა

პოლონეთის მთავრობამ ფერმერებისთვის ფინანსური დახმარების გეგმა დაამტკიცა

პოლონეთის მთავრობამ ფერმერებისთვის ფინანსური დახმარების გეგმა დაამტკიცა. ფერმერები, რომლებმაც მარცვლეული პირველი იანვრიდან 10 მარტამდე გაყიდეს, ტონაზე 200 ზლოტის ოდენობით სუბსიდიას მიიღებენ, ხოლო ფერმერები, რომლებიც მარცვლეულს 11 მარტიდან ყიდიან და ვაჭრობას მაისის ბოლომდე გააგრძელებენ, ტონაზე 300 ზლოტს მიიღებენ.

პოლონელმა ფერმერებმა საპროტესტო აქციები გასულ წელს დაიწყეს. ისინი უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეუზღუდავი ექსპორტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ევროკავშირისგან გარემოს დაცვის რეგულაციების შემსუბუქებას მოითხოვდნენ.