ვაჟა-ფშაველაზე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა

19:26 10-11-2019
369

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობა უცნობია.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.