სვანეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, მეთორმეტეკლასელებმა გამოსაშვები საღამო გააუქმეს

სვანეთი

სვანეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, მეთორმეტეკლასელებმა გამოსაშვები საღამო გააუქმეს.

,,პოსტს ვდებთ ჩვენი სკოლის მეთორმეტეკლასელების სახელით!

დიდი გულისტკივილით ვიზიარებთ იმ ტრაგედიას, რომელიც ჩვენს რაიონში დატრიალდა, თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს, სკოლებს, მეგობრებს, ახლობლებს!

რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან გადავწყვიტეთ, რომ უარი ვთქვათ გამოსაშვებ საღამოზე და მცირედი პატივი მაინც მივაგოთ ჩვენი გარდაცვლილი თანატოლების ხსოვნას! უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი - ეკა, საბა, გიორგი! მუდამ ჩვენს გულებში!გიმნაზიის მეთორმეტე კლასი!“, - წერია პოსტში.