ლევან ჯიქური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

14:20 10-08-2019
100

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

სასამართლომ ბრალდებულს 2 000 ლარიანი გირაო დააკისრა.

სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, მიზეზად კი ბრლდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

დაცვის პოზიცია ბრალდების მხარემაც გაიზიარა.

ლევან ჯიქური 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის დროს ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ერთ-ერთი ადამიანია.

ლევან ჯიქურის მდგომარეობა მძიმეა. მისი მეუღლის განცხადებით, კი ოჯახს ლევან ჯიქურის გარდა მარჩენალი არ ჰყავს და ოჯახი უპატრონოდ რჩება.