ვირო მადლიო - ეს ტიპი ამტკიცებს, რომ ვავიწროვებდი - ვისზეა ნაწყენი ექს-პრეზიდენტი

19:27 09-13-2019
2308

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძეზე პოსტს აქვეყნებს და უმადურობაში ადანაშაულებს.

„ვირო მადლიო - აი ეს ტიპი ამტკიცებს, რომ ვავიწროვდები

როგორ იზრდებოდა TBC ბანკი ჩვენი ხელისუფლების დროს:
2003 წელს ბანკის აქტივები იყო 126 მლნ. ლარი, 2012 წელს 3,9 მილიარდი ანუ გაიზარდა 24-ჯერ.

ამავე წლებში ბანკის სააქციო კაპიტალი იყო შესაბამისად 22 მილიონი ლარი და 604 მილიონი ლარი, ანუ გაიზარდა 27-ჯერ“, - წერს სააკაშვილი.