„ბრავო! სულ უნდა გალობდეთ“ – ჯგუფი „ურსა“ ცნობილი ჰიტით და აღფრთოვანებული მსმენელი

ურსა

ქართული ჯგუფი „ურსა“ მსმენელმა გამოჩენისთანავე შეიყვარა. „ურსას“ უამრავი სიმღერა აქვს, რომელიც ჰიტად იქცა, ერთ-ერთია „სიყვარულის განდაგანა“, რომელსაც მომღერლები კონცერტებსა თუ სხვადასხვა მუსიკალურ შოუში სტუმრობის დროს ხშირად ასრულებენ.

ამჯერად „ურსა“ პაატა გულიაშვილისა და ნიკა არაბიძის იუმორისტულ გადაცემას სტუმრობდა, სადაც სწორედ „სიყვარულის განდაგანა“ შეასრულა.

„სულ უნდა გალობდეთ“, „ბრავო ურსა“, „საუკეთესო გადაცემა“ – წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.