როგორ აღმოაჩინა ქალმა სიმსივნე, რომელსაც ექიმები ვერ მიხვდნენ

20:53 08-13-2019
5883

ჰოლი დრაინანი ამბობს, რომ თავის დამატენიანებელ კრემს უნდა უმადლოდეს, ახლა ცოცხალი რომაა. 
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ

27 წლის ჰოლის მუცლის საშინელი ტკივილები ტანჯავდა. ნახევარი წელიწადი დადიოდა ექიმებთან და ხან გასტრიტის დიაგნოზს უსვამდნენ, ხან მესნტრუალურ ტკივილებს აბრალებდნენ. თუმცა ჰოლი სულ უფრო და უფრო განიცდიდა ტკივილებს.

ტკივილის შესამსუბუქებლად, მასაჟების კეთება დაიწყო. ერთ დღეს ტუბიდან მასაჟის დროს ზედმეტი კრემი წაისვა.  გადაწყვიტა კრემი მკერდზე შეეზილა.

„კრემის შეზელვისას მარცხენა ძუძუზე უშველებელი სიმაგრე ვიგრძენი, მაშინვე მივმართე ექიმს და დადგინდა ავთვისებიანი სიმსივნე.width=1165

მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ, მუცლის ტკივილები არ არის სარძევე ჯირკვლის სიმსივნის სიმპტომი, ქიმიოთერაპიის შემდეგ ტკივილები გაქრა. ექვსთვიანი ქიმიოთერაპიის, ასევე მასტექტომიის და მკერდის რეკონსტრუქციის შემდეგ ჰოლი გამოჯანმრთელდა. ლიმფური კვანძების​ მოკვეთაც დასჭირდა, რადგან კიბოს უჯრედები კვლავ ვრცელდებოდა. ასევე აპირებს, რომ მკერდიც მოიკვეთოს, რითაც სურს რეციდივის საფრთხე აიცილოს თავიდან.

„მე შევეჩეხე ყველაზე უარესს, რაც კი შეიძლება დაემართოს მარტოხელა დედას... თუმცა ვაგრძელებ ღიმილს“, - ამბობს ახალგაზრდა დედა.