ნიკა გვარამია ახალ ტელევიზიას „იბერიას“ ბაზაზე ქმნის (?!)

23:14 07-31-2019
6496

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებული ახალი არხი ტელეკომპანია „იბერიას“  ბაზაზე შეიქმნება, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, გასული წლის შემოდგომაზე დაიხურა.  „იბერია“ „ომეგა ჯგუფის“ მფლობელობაში შედიოდა,  რომლის დამფუძნებელიც ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილია.

„პრაიმტაიმი“ შეეცადა საკუთარი გეგმების შესახებ ნიკა გვარამიას დაკავშირებოდა, თუმცა რუსთავი 2- ის გენერალურმა დირექტორი სატელეფონო ზარს არ პასუხობს.  

ცნობილი ხდება ისიც, თუ სად განთავსდება ახალი ტელეკომპანია. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ის „ომეგას“ ფაბრიკის ტერიტორიაზე, ვაშლიჯვარში იფუნქციონირებს.

დღეს ჩვენ მოვახერხეთ დავკავშირებოდით ზაზა ოქუაშვილის მეუღლეს, დეპუტატ ნატო ჩხეიძეს. მასთან sms-მიმოწერაც შედგა. ნატო ჩხიძემ უპასუხა ჩვენს ყველა კითხვას, რომელიც ტელეკომპანია „იბერიას“ შესახებ დავუსვით, მაგრამ ერთადერთი შეკითხვა დატოვა მან უპასუხოდ. ეს შეკითხვა გვარამიას მიერ დაანონსებული ახალი არხის „ომეგას“ ბაზაზე დაფუძნებას შეეხებოდა.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომ ქმნის ტელევიზიას, სადაც ძველი გუნდით გადავა.