დაგვიკავშირდნენ, რომ მზად ვიყოთ - თელავის საავადმყოფოს მენეჯერი

16:06 07-27-2019
44

თუშეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, თელავის რეფერალურმა საავადმყოფომ მზადყოფნის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

„დაგვიკავშირდნენ, რომ მზად ვიყოთ, დაშავებულების, ან გარდაცვლილების შესახებ ჯერ არაფერი ვიცით“-აცხადებს საავადმყოფოს მენეჯერი ხათუნა ჭონიაშვილი.

თუშეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას თბილისიდან დამატებითი სამედიცინო პერსონალი გაიგზავნა. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ავტორი:ხათუნა გულიაშვილი