ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ვაშაძე

პოლიტიკა 1714671549

ხელისუფლებამ უკან უნდა დაიხიოს და მათ ამის გაკეთება ნამდვილად მოუწევთ - გიორგი ვაშაძე

ქვეყნის მთავარი გამზირი გადაკეტილია, აქციის მონაწილეებს პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ისინი აცხადებენ, რომ არცერთი დღე ბრძოლის გარეშე არ ჩაივლის.დემონსტრანტები 11 მაისს დიდ, მშვიდობიან მანიფესტაციას აანონსებენ.საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფი“ წევრი, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უკან უნდა დაიხიოს.„უფრო და უფრო გავშალოთ მშვიდობიანი პროტესტის ფორმა, რაც მთავარია, ხელისუფლებამ უკან უნდა დაიხიოს და მათ ამის გაკეთება ნამდვილად მოუწევთ“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

aqcia

პოლიტიკა 1714671164

LIVE: დემონსტრანტებმა გმირთა მოედნის პარალიზება მოახდინეს - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეები გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობით გადაინაცვლებენ.თვალი ადევნეთ მოვლენებს პირდაპირ ეთერში ⇓  

აქცია

პოლიტიკა 1714671000

აქციაზე განვითარებულ მოვლენებში მმართველი გუნდი ოპოზიციის პასუხისმგებლობას ხედავს - ოპოზიციის ნაწილი კი, დესტაბილიზაციაზე საუბარს სპეკულაციურს უწოდებს

პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებში მმართველი გუნდი ოპოზიციის პასუხისმგებლობას ხედავს. ჩიტაძის ქუჩიდან საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელის ბლოკირების მცდელობას, პარტიის გენერალური მდივანი ხელისუფლების ოპონენტების მიზანს უკავშირებს.საუბარს დესტაბილიზაციაზე სპეკულაციურს უწოდებს ოპოზიციის ნაწილი. პოლიტიკოსები, რომელთა ნაწილიც გუშინ ღამე ჩიტაძის ქუჩაზეც იმყოფებოდა ამბობენ, რომ მომიტინგეების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. ოპონენტები, პროტესტის დროს დაზიანებულ პარლამენტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.საკანონმდებლო ორგანოს შენობის დაზიანების მცდელობა არ მოსწონთ გირჩში. პოლიტიკური ცენტრის ერთ-ერთი ლიდერის აზრით, პროტესტი ლეგიტიმურია, თუმცა მასში ოპოზიცია არასაკმარისად არის ჩართული, რაც ხშირად შეცდომების წინაპირობა ხდება.ის რაც ოპოზიციის ნაწილისთვის მცირე გადაცდომა, ნაწილისთვის კი კონსტიტუციური უფლებაა - რევოლუციის გაცხადებული სურვილია საპარლამენტო უმრავლესობისთვის. დეპუტატები დღეს ამტკიცებდნენ, რომ მოვლენების უკან ოპოზიცია და მათი ლობისტები დგანან. ამ ფონზე სახელისუფლებო გუნდი კვლავ სუვერენიტეტის გამტკიცების აუცილებლობაზე საუბრობს.უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე დაამტკიცა. სადავო კანონის გასაპროტესტებლად, აქციები პარლამენტის შენობასთან უკვე რამდენიმე დღეა იმართება.

სალომე ზურაბიშვილი

პოლიტიკა 1714669442

პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა.16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 4 ქალი მსჯავრდებულია, ხოლო 8 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს.შეწყალების აქტი შეეხო ასევე, 2 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

აქცია

პოლიტიკა 1714669380

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან

რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეები გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობით გადაინაცვლებენ.ამის შესახებ აქციაზე ლევან ცუცქირიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მსვლელობა იქნება არაძალადობრივი.„გმირთა მოედანზე გაუშვეს გაზი, აკავებენ ჩვენს თანამოაზრეებს. მშვიდობიანი, არაძალადობრივი, კონსტიტუციური მსვლელობით ჩავიაროთ გმირთა მოედანზე“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.